• რეკლამა
  • კონტაქტი
11:51, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
11:56 04-26-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

საქართველოს საელჩო ისრაელში, ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, 26 აპრილიდან ისრაელში ქცევის ახალი ნორმები ამოქმედდება.

“რესტორნებსა და კაფეებში საკვების ყიდვა შესაძლებელი გახდება, გარეთ გატანის პირობით (take away);

მუშაობას იწყებენ სილამაზის სალონები და კოსმეტიკური კაბინეტები;

მსხვილი სავაჭრო ცენტრების გარდა, გაიხსნება ყველა მცირე სავაჭრო ობიექტი, რომელიც მდებარეობს ღია სივრცეში ან ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში;

შრომითი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანთა ზრუნვაზე (“მეტაპლიმ“), დასაქმებულები მუშაობას შეძლებენ მხოლოდ ერთ დამქირავებელთან დროის ერთ მონაკვეთში, ან საერთო შინამეურნეობის მქონე რამდენიმე პირთან;

ამასთანავე, პირბადეების ტარების წესი მკაცრდება – პირბადის ტარება სავალდებულო ხდება საზოგადოების თავშეყრის ნებისმიერ ადგილას, გარე ტერიტორიების ჩათვლით. წესები ვრცელდება როგორც 7 წლის ბავშვზე, ასევე მათზე, ვინც დაკავებულია სპორტით. პირებს, ვისაც აქვთ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, თან უნდა იქონიონ ექიმის ცნობა;

დაჯარიმება მოხდება წესის დარღვევის პირველივე შემთხვევის დროს;

საზოგადოებრივ დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოღებული წესების დაცვის გაძლიერებული კონტროლი განხორციელდება. აღნიშნულზე კონტროლის უფლებამოსილება დამატებით მიენიჭებათ პოლიციელებსა და ინსპექტორებს;

ობიექტებისთვის გათვალისწინებულია მუშაობის შემდეგი ნორმები:

1. რესტორნებსა და კაფეებში, გამყიდველსა და მყიდველს შორის უნდა იყოს აღმართული ბარიერი, რომელიც გამყიდველს დაინფიცირებისგან დაიცავს (ან პირიქით); თანამშრომლები სამსახურში უნდა გამოცხადნენ მორიგეობით, სამუშაო პროცესის დროს დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია. აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა, ზედაპირთა დეზინფიცირება. უნდა განხორციელდეს ობიექტში მყიდველთა მორიგეობით შეშვება, ისე, რომ თითო სალაროსთან მომხმარებელთა რიცხვი დროის ერთ შუალედში არ აღემატებოდეს ორს, 100 კვ.მ. ფართობის შემთხვევაში დასაშვებია ოთხი ადამიანი დისტანციის დაცვით;

2. სავაჭრო ობიექტის მფლობელმა ფუნქციონირების დაწყებამდე, ადგილობრივ სამთავრობო ორგანოებს უნდა წარუდგინოს პირობების შესრულების შესახებ ხელმოწერილი დეკლარაცია. დაწესებულებაში შესვლამდე, ადმინისტრაციამ მომხმარებელს უნდა ჰკითხოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შესაძლებლობების ფარგლებში გაუზომოს ტემპერატურა. დანარჩენი შეზღუდვები შეესაბამება პირველ პუნქტში აღწერილს;

3. საპარიკმახეროები, სილამაზის სალონები და კოსმეტიკური კაბინეტები, იმუშავებენ 1. და 2. პუნქტებში ჩამოთვლილი წესების შესაბამისად;

შეგახსენებთ, რომ ისრაელის მთვარობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, კონტროლი განსაკუთრებული სიმკაცრით განხორციელდება. წესების დამრღვევი დაწესებულება 2 ათასი შეკელით დაჯარიმდება,” – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved