დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკა აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ქვეყანის მოზრდილი მოსახლეობის 30%-ზე მეტი სრულად არის აცრილი.
9 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 862 753 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 998 444 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.1%.
სრულად ვაქცინირებულია 864 309 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 30.3 %.
8 ოქტომბერს აიცრა 9 457 ადამიანი.
კომენტარები