საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია მშობლიურ მხარეში, სამეგრელოში დაკრძალეს.
ოთარ ფაცაცია 10 დეკემბერს, 92 წლის ასაკშიგარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსით გამოწვეული გართულებები დასახელდა. ის ზუგდიდიდან სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოთარ ფაცაციას პრემიერის პოსტი 1993 წლის 20 აგვისტოდან 1995 წლის 5 ოქტომბრამდე ეკავა.
კომენტარები