• რეკლამა
  • კონტაქტი
08:22, ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურის განცხადება

ალია ავტორი - ალია
18:53 03-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს სახალხო დამცველის მიერ საჯაროდ გავრცელდა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae), რომლითაც მან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

გვსურს განმარტება გავაკეთოთ სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ზემოაღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რათა არ მოხდეს ბრალდებულთა მიმართ მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს მეგობრის სახელით სასამართლოსთვის წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანია  სასამართლოს დახმარება  სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი და  არ არის პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა. აღნიშნულის საპირისპიროდ,  სახალხო დამცველმა შეითავსა ბრალდებულების ადვოკატის ფუნქცია. ნინო ლომჯარია სრულიად დაუსაბუთებელი და ცალმხრივად მომზადებული მოსაზრებით მოგვევლინა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სასამართლოს მეგობრის და სახალხო დამცველის როლის საწინააღმდეგოდ, კონკრეტული ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მხარედ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების  მომზადებისას არ იცნობდა სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალას, რომელიც საქმის მასალების 16 ტომს და დიდი მოცულობით ელექტრონულ ინფორმაციას მოიცავს და უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებით ნაწილს წარმოადგენს. ელექტრონული ინფორმაციის გაანალიზების თაობაზე საუბარი მოსაზრების არცერთ ნაწილში არ გვხვდება, რისი მიზეზიც არის ის რომ, სახალხო დამცველი არცკი გაცნობია მტკიცებულებების ამ ნაწილს. ასევე თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველი მოსაზრების შედგენისას ასევე, გაუგებარი მიზეზით იგნორირებას უკეთებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს, რაც სასამართლოში ბრალდების მხარის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ნინო ლომჯარია სრულად არ იცნობს სისხლის სამართლის საქმეს და ბრალდების მტკიცებულებების მნიშვნელოვან ნაწილს, შემაჯამებელ სამართლებრივ შეფასებებს აკეთებს მოსაზრებაში ბრალდებასთან დაკავშირებით,  რაც სამწუხაროდ გვარწმუნებს სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიკერძოებულობასა და არაობიექტურობაში.

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე გამოთქვა მზაობა შეხვედროდა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და ეპასუხა მათთვის საინტერესო კითხვებზე, ასევე გამოთქვა მზადყოფნა, მათივე სურვილის შემთხვევაში, მიეცა მათთვის შესაძლებლობა საქმის მასალების გაცნობაზე.  მიუხედავად აღნიშნულისა, სახალხო დამცველს საქმის გამოძიების არცერთ ეტაპზე ბრალდების მხარისათვის საქმის მასალების გაცნობა არ მოუთხოვია და არც საქმის სასამართლოში წარმართვამდე მოუსმენია ბრალდების მხარის არგუმენტები მოპოვებულ მტკიცებულებებთან  თუ ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებიდან და წარმოაჩენს მხოლოდ კონკრეტული პირების სუბიექტურ დამოკიდებულებას მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესისადმი. სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის სახელით ცდილობს შეითავსოს როგორც სასამართლოს, ასევე ცალკეულ ექსპერტთა ფუნქციები და უსაფუძვლოდ ცდილობს გააბათილოს და არასწორი შეფასება მისცეს ბრალდების მხარის მოპოვებულ ექსპერტიზის დასკვნებს. წერილობით მოსაზრებაში მტკიცებით ფორმაში აქვს დაფიქსირებული ისეთი დასკვნები, რაც მხოლოდ შესაბამისი დარგის ექსპერტების მიერ ჩატარებული სრულყოფილი ექსპერტიზით შეიძლება დადგინდეს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღნიშნული მოსაზრების დაუსაბუთებლობას და ცალმხრივობას. როგორც საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია,  საქმეზე ამ ეტაპზე მიღებულია ორი კარტოგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელზეც მუშაობდნენ დარგის წამყვანი პროფესორები და ექსპერტები,  ერთ შემთხვევაში შვიდი, ხოლო მეორე შემთხვევაში რვა ექსპერტი ერთობლივად.

ამდენად,  ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრება არის მიკერძოებული, სუბიექტურად აფასებს ფაქტებს და მტკიცებულებებს და ვერ შეფასდება, როგორც ობიექტური დამკვირვებლის და ექსპერტის მიერ შედგენილი დოკუმენტი.

საქართველოს პროკურატურა  უახლოეს მომავალში მოამზადებს და გაასაჯაროვებს ნინო ლომჯარიას სასამართლოს მეგობრის მოსაზრების შინაარსობრივი მხარის დეტალურ სამართლებრივ და ფაქტობრივ შეფასებას, რათა არ მოხდეს მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. იმედს ვიტოვებთ, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და  მისცეს ზეპირი განმარტება, მათ შორის უპასუხოს არაერთ კითხვას მის მიერ გაცემულ მიკერძოებულ და დაუსაბუთებელ, ბრალდებულთა მხარდამჭერ წერილობით მოსაზრებასთან დაკავშირებით.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved