• რეკლამა
  • კონტაქტი
16:30, კვირა, 25 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

საქართველოს პროკურატურაში თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი განხორციელდა

ალია ავტორი - ალია
17:33 03-30-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

საქართველოს პროკურატურაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი განხორციელდა, რომლის ფარგლებში, ექსპერტებმა შეაფასეს, თუ რამდენად პასუხობს ორგანიზაციის საქმიანობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ქვეყნის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე აღებულ ვალდებულებებს. ასევე, ორგანიზაციის პოლიტიკის გენდერული ანალიზის საფუძველზე აღნიშნული პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა.

მიღებული შედეგების გაცნობის მიზნით, გენერალურ პროკურატურაში შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა თამარ ვაშაკიძემ გახსნეს.

შეხვედრის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტებმა, პროკურატურის სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებს თანამონაწილეობრივი გენდერული აუდიტის მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს. ასევე, ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: გენდერული საკითხების ჩართვა ორგანიზაციის ამოცანებში, პროგრამებსა და მათი განხორციელების ციკლში, ინფორმაციისა და ცოდნის მართვა ორგანიზაციის შიგნით, გენდერული თანასწორობის ასახვა ორგანიზაციის პროდუქტებსა და საზოგადოებრივ იმიჯში, ადამიანური რესურსების მართვაში გენდერული პოლიტიკის განხორციელება, თანამშრომლების მიერ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული მიღწევების აღქმა და ა.შ. პრეზენტაციის შემდეგ მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის საფუძველზე შემდგომი აქტივობები დაიგეგმება და განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პროკურატურაში გენდერული პოლიტიკის გაუმჯობესებას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved