საქართველოს ფოსტიამ გორის ფილიალის 11 კურიერი იმის გამო გაათავისუფლა სამსახურიდა, რაც მათ სამუშაო პირობები გააპროტესტეს.
საქართველოს ფოსტის განმარტებით, სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი რეპუტაციის შელახვა გახდა.
გათავისუფლებულმა კურიერებმა ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართეს:
“საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ცენტრი მზადაა ჩაერთოს საქმეში და წარმოადგინოს მათი ინტერესები. დარღვეულია მათი გაფიცვის უფლება”, – განაცხადა იურისტმა ლექსო მერებაშვილმა
შეგახსენებთ, რომ ფოსტის კურიერები 5 იანვარს ხელფასის მომატებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მოთხოვნით გაიფიცნენ. მათი განცხადებით, პანდემიის პირობებში მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობენ და საქმე 40%-ით მოემატათ.
კომენტარები