• რეკლამა
  • კონტაქტი
23:19, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა

ალია ავტორი - ალია
12:37 07-20-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
208

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულის ტესტმატჩების სერიის მესამე შეხვედრა სიდნეიში ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა და 29:40 დამარცხდა.

ეს საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებების ურთიერთშეხვედრების ისტორიაში მესამე შეხვედრა იყო, წინა ორ შემთხვევაში გამარჯვება „ვოლაბებს” დარჩათ – 2019 წლის მსოფლიო თასზე 27:8, 2023 წელს კი, ასევე მსოფლიო თასზე – 35:15.

საქართველოს ნაკრებმა ნავსის გატეხვა ვერც ამჯერად მოახერხა. მატჩის დაწყებამდე ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბს შემადგენლობაში იძულებითი ცვლილების გაკეთებამ მოუწია – მატჩისწინა ვარჯიშზე გუნდის კაპიტანმა, ბექა გორგაძემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად თამაში გიორგი ცუცქირიძემ დაიწყო, კაპიტანი კი ბექა საღინაძე გახდა.

ანგარიში „ბორჯღალოსნებმა” გახსნეს – მე-3 წუთზე ლუკა მატკავამ ჯარიმა ზუსტად დაარტყა. ამის შემდეგ ავსტრალიელები გააქტიურდნენ და დიდი ძალებით წავიდნენ შეტევაში, შედეგად პირველი ტაიმის ბოლომდე ოთხი ლელოს დადება მოახერხეს, რასაც „ბორჯღალოსნებმა” მხოლოდ ერთით უპასუხეს და პირველი ნახევარი ავსტრალიამ 26:10 მოიგო.

პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ და მეორე ტაიმი 14 მოთამაშით დაიწყეს, რითაც საქართველოს ნაკრებმა კარგად ისარგებლა და დასაწყისშივე მოახერხა ორი ლელოს დადება – სწრაფი შეტევა ჯერ დავით ნინიაშვილმა დააგვირგვინა ძელებს შორის დადებული ლელოთი, შემდეგ კი თავი ტაბუცაძემ გამოიჩინა, ორივე ლელო მატკავამ გარდასახა და „ბორჯღალოსნებმა” ანგარიშის სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს – 26:24.

მაგრამ ამის შემდეგ კაცნაკლული უკვე საქართველოს ნაკრები დარჩა და ამით მასპინძლებმა ისარგებლეს კარგად, ორი გარდასახული ლელოს დადება მოახერხეს და 40:24 დაწინაურდნენ.

შეხვედრის დასრულებამდე ტაბუცაძემ კიდევ ერთი ლელო დადო და დუბლი შეასრულა, თუმცა, საბოლოოდ მასპინძლებმა თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც მოახრხეს და მესამე ცდაზეც შეძლეს საქართველოს ნაკრების დაამრცხება 40:29.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ტესტებზე „ბორჯღალოსნებმა” კიდევ ორი მატჩი გამართეს – 5 ივლსს ბათუმში ფიჯის ნაკრებთან 12:21 დამარცხდნენ, 13 ივლისს კი სენდაიში ტიერ 1-ის წარმომადგენელი იაპონია 25:23 დაამარცხეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved