• რეკლამა
  • კონტაქტი
04:09, კვირა, 14 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოს მთავრობის წევრები პუტინს 30 ვერცხლად მიეყიდნენ” – უკრაინის ქალაქ კონოტოპის მერი

ალია ავტორი - ალია
19:58 03-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
255

რამდენიმე საათის წინ გავიგეთ რომ კონოტოპის სიახლოვეს, ჩვენმა ბიჭებმა რუსული კოლონა გაანადგურეს. დაბომბვისგან რუსი ჯარისკაცები მიწაში არიან ჩამარხულები. მას შემდეგ რაც გავიმარჯვებთ და ომი დასრულდება, მათ ცხედრებს ამოვთხრით და დედებს უკან დავუბრუნებთ. ასევე კონოტოპის მეორე მხარეს რუსული შენაერთები არიან და მათაც იგივე ელოდებათ – აცხადებს უკრაინული ქალაქის, კონოტოპის მერი, არტიომ სემენიხინი “მთავარ არხთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში და გუშინდელ შემთხვევას იხსენებს, როდესაც ოკუპანტებმა ულტიმატუმი წაუყენეს:

გუშინ ჩემთან რუსული შენაერთების მეთაური, გრიზლოვი მოვიდა და ულტიმატუმი წამომიყენა. რა თქმა უნდა როგორც რუსული გემი – ისიც ამ გემის მიმართულებით გავაგზავნე. შემდეგ ქუჩაში მოქალაქეებთან გავედი და არსებული ვითარება მოვახსენე. ვუთხარი რომ მე ბოლომდე ბრძოლას ვაპირებდი. შედეგიც სახეზეა. მტერი განადგურებულია. ქალაქი არ დავთმეთ. როგორც ჩვენ ასევე თითქმის ყველა ქალაქში ჩვენი ბიჭები მედგრად დგანან და მტერს ანადგურებენ. რუსმა მაროდიორებმა თითქმის ყველა მაღაზია გაქურდეს და გაძარცვეს. ქუჩებში მთვრალი ოკუპანტები დადიან. ხალხს გარეთ გამოსვლის  ეშინია, თუმცა არმიის გვერდზე მედგრად დგანან და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ჩემი პირადი მოსაზრებაა და ვიტყვი, დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილი რომ იდგეს, სულ სხვა მხარდაჭერა იქნებოდა. დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ნაძირლები, არიან, რომლებიც ქართველებმა დაუყონებლივ უნდა მოიშორონ. მოსახლეობამ ეს ადამიანები უნდა გამოიყვანოს პარლამენტიდან, პრეზიდენტი სასახლიდან და მინისტრთა კაბინეტიდან. დღეს საქართველოს მთავრობის წევრები პუტინს 30 ვერცხლად მიეყიდნენ. მათ არა უკრაინას, არამედ საქართველოს უღალატეს. უკრაინაში რუსეთის დამარცხება, საქართველოს ინტერესებში შედის. რუსეთის დამარცხება აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებას ნიშნავს. თქვენი დღევანდელი მთავრობა ქვეყნის წინაშე დანაშაულს ჩადის. ქართველი ერი ბრძენია და მალე ყველაფერს თავის ადგილზე დააბრუნებს. თქვენი პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის წევრები, სამშობლოს ღალატისთვის სამუდამოდ ციხეში უნდა გამოკეტო, რადგან თქვენი მთავრობის ქმედება, არა უკრაინის, არამედ საქართველოს წინაშე ჩადენილი დანაშაულია.”

წყარო – მთავარი არხი

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13:49 12-12-2025
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ახალი ამბები

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

12:52 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved