• რეკლამა
  • კონტაქტი
02:43, ორშაბათი, 23 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს მთავრობას ამჯერად ამერიკელი სენატორები აკრიტიკებენ – რა წერილი გამოუგზავნეს გახარიას აშშ-ის სენატიდან

ალია ავტორი - ალია
10:58 01-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ბიძინა ივანიშვილის გუნდის კრიტიკა ვაშინგტონიდან არ წყდება. მორიგი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებამ ამჯერად სენატორებისგან მიიღო.

“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას წერილით მიმართავენ. ეს სენატის საგარეო კომიტეტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილი პირველი წერილია.

წერილში, კომიტეტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნის და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დემოკრატიული პრინციპები დაიცვას და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

გთავაზობთ წერილის სრულ ტექსტს, რომელიც სენატის საგარეო კომიტეტისგან მოიპოვა და “ამერიკის ხმამ” გაავრცელა:

“ბატონო პრემიერ-მინისტრო გიორგი გახარია,

გწერთ, რომ გამოვხატოთ საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენი ღრმა შეშფოთება. უკანასკნელი 29 წლის განმავლობაში, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენ ვიხილეთ დემოკრატიის დამკვიდრება, ეკონომიკური ზრდა, სამოქალაქო საზოგადოების აყვავება და მმართველობის მკვეთრი გაუმჯობესება. საქართველოს ერთგულება ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემისა და კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკისადმი, თქვენი რეგიონისთვის შთამბეჭდავი მაგალითია. ორივე ჩვენგანი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები ვიყავით და საქართველოს მიერ დემოკრატიის ამ მთავარი ფასეულობების დაცვამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. უკვე ათწლეულებია, რაც საქართველოს განვითარების გზაზე, შეერთებული შტატები მისი მხურვალე მხარდამჭერია.

თუმცა, ჩვენ უფრო და უფრო შეშფოთებულნი ვართ უკანასკნელი მოვლენებით, რომლებიც ქართული დემოკრატიის და მმართველობის შესუსტებაზე მიუთითებს. ორი მთავარი საკითხი არის პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის დაპირების ჩაგდება და მთავრობის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობა. ვიცით, რომ დაპირებული საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებდა ქართველი ამომრჩევლისთვის პროპორციული წარმომადგენლების მიცემას, იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისტემას რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ მიეცა გაუმართლებელი უპირატესობა. თქვენი მთავრობის გადაწვეტილება, რომ ეს ცვლილება არ მომხდარიყო, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პასუხისმგებლობისგან უკუსვლაზე მიუთითებს. ამასთან ერთად, მასობრივი, თუმცა მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ამას მოჰყვა, მკაფიო ნიშანია, რომ ამ ჩავარდნით უკმაყოფილება არსებობს. მთავრობის მიერ ამ პროტესტების ძალადობრივი ჩახშობა, ქართველების დემოკრატიული უფლებების და მთავრობის მიერ მისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების დარღვევაა.

ამასთან, ბოლო პერიოდში, ოპოზიციის ლიდერების მიზანში ამოღება, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური მეთოდებით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის დამატებითი მტკიცებულებაა. ცნობები, რომ ოპოზიციის ლიდერებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები ფიზიკურად უსწორდებიან ან მათზე ძალადობენ, შემაშფოთებელია. ასევეა, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წლების წინ დახურული სისხლის სამართლის საქმეების ხელახლა გახსნა. პოლიტიკოსებს უნდა შეეძლოთ ისარგებლონ თავისუფლად საუბრის უფლებით და საქართველოს სასამართლო სისტემა არ უნდა იყოს გამოყენებული მათთვის ამ თავისუფლების შეზღუდვის იარაღად.

და ბოლოს, ჩვენ ვართ განსაკუთრებით შეშფოთებულნი რომ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ძირი ეთხრება უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლის უვადოდ დანიშვნით მანამდე, სანამ მათი კვალიფიკაცია სრულად იქნა შეფასებული, როგორც ეს აღნიშნა ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ [ეუთო] თავის 2020 წლის იანვრის მონიტორინგის ანგარიშში. მიუკერძოებელი და დიდი გამოცდილების მქონე მოსამართლეების ნაცვლად, პოლიტიკური მოკავშირეების უმაღლეს სასამართლოში დანიშვნა იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს უთხრის ძირს, რომლებმაც რეგიონში საქართველო შესაშური [მაგალითი] გახადა. ცოტა ხნის წინ გაკეთებული ბატონი ივანიშვილის განცხადება, რომ აქციების უფრო მეტ მონაწილეს მოუწევს ციხეში წასვლა, კიდევ ერთი შემაშფოთებელი ამბავია. ჩვენ იმედი გვაქვს ეს არ არის იმის ნიშანი, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სასამართლო და პოლიცია არამართებულად გამოიყენოს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

ჩვენ წლებია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის მტკიცე მხარდამჭერები ვართ და ჯერ ისევ გვჯერა, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიული საფუძველი. თუმცა, ეს მოვლენები ჩვენ გვაჩერებს და გვიჩენს კითხვებს ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების თაობაზე. ასევე, ჩვენ ვშიშობთ, რომ რეფორმების კუთხით პროგრესის ნაკლებობა და საქართველოს შიგნით დაპირისპირების ზრდა, კარს გაუღებს რუსეთის უფრო მეტად ჩარევას ქვეყანასა და რეგიონში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, უფრო დიდი საფრთხის წინაშე იქნება საქართველოს უსაფრთხოება და ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ.

დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ყავს და ჩვენ ძალიან გვსურს გავაგრძელოთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა. თუმცა, ჩვენ გვაქვს მოტივაცია მხარი დაუჭიროთ საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეგვეძლება საქართველოს დავეყრდნოთ როგორც სტაბილურ, სანდო და დემოკრატიულ პარტნიორს ამ საქმეში. ჩვენ გულწრფელად გვაქვს იმედი, რომ თქვენ სწრაფად ეცდებით ამ დაღმასვლის შემობრუნებას და შეასრულებთ დაპირებებს, რომლებიც ქართველ ხალხს მიეცა”, – ნათქვამია წერილში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო
ახალი ამბები

ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო

16:33 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

15:10 06-20-2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

13:46 06-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved