• რეკლამა
  • კონტაქტი
23:23, შაბათი, 4 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეების წამების საქმეებს ეუთოს 38 წევრი ქვეყანა სწავლობს

ალია ავტორი - ალია
15:21 01-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
717

ეუთოს 38-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო დარღვევებთან დაკავშირებით ვენის (ადამიანური განზომილების) მექანიზმი გაააქტიურა – საქმე ეხება 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის პროტესტების კონტექსტს – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ბრიფინგიდან ხდება ცნობილი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული მექანიზმი წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს სხვა წევრ სახელმწიფოს დაუსვან შეკითხვები ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე.

ირკვევა, რომ საქართველოსთვის დასმული ძირითადი შეკითხვები შეეხება იმას, თუ რამდენად ეფექტიანად ტარდება აქციებთან დაკავშირებული უფლებების დარღვევების გამოძიება და რა ნაბიჯები გადაიდგა მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

ამ შეკითხვებთან დაკავშირებით, საიამ წერილობითი ინფორმაცია წარუდგინა ეუთოს ვენის მექანიზმს. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია მიმდინარე გამოძიების გამოწვევებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2019 წლის 20 ივნისის საქმეში  დადგენილი სტანდარტების შუქზე. 

შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დღემდე არ ჩანს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობის აქტების ეფექტიანი გამოძიების ნიშნები და არც პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება როგორც 2024 წლის აპრილი-მაისის, ასევე, 28 ნოემბრის შემდგომ პროტესტებთან დაკავშირებით. მიუხედავად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვალდებულებებისა, გამოეძიებინა ეს ინციდენტები, შედეგები საზოგადოებისთვის უხილავი რჩება, მაშინ, როდესაც ძალადობა განგრძობადია.
2025 წლის 17 იანვრის მონაცემებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო ქმედებებმა მოიცვა 343 პირის, მათ შორის 49 ჟურნალისტის გამოკითხვა. თუმცა, მტკიცებულებები მიუთითებს პროტესტის დროს ჟურნალისტური საქმიანობის უფრო ფართომასშტაბიან ხელყოფაზე: ასეთი უკანასკნელი აქციების კონტექსტში 90-ზე მეტი შემთხვევაა.  აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტების უმეტესობა კრიტიკული და ციფრულ მედია პლატფორმები იყვნენ, რაც მიუთითებს განსხვავებული აზრის ჩახშობის განზრახვაზე.
საგანგაშოა ის, რომ მხოლოდ 52 მოქალაქეს აქვს დაზარალებულის სტატუსი, რაც საგრძნობლად ჩამორჩება რეალურ რაოდენობას, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ 28 ნოემბრიდან თითქმის ორი თვე გავიდა. დაზარალებულის სტატუსი კი მნიშვნელოვანი პროცედურული წინაპირობაა გამოძიების ეფექტიანობისთვის.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ საჯარო წყაროებიდან და ვიდეო-ჩანაწერებიდან მოპოვებულია 1400 საათის ვიდეოჩანაწერი,  თუმცა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გამოძიების პრაქტიკამ აჩვენა, რომ საქართველოს პარლამენტმა განმარტა, რომ საერთოდ არ ინახავს ვიდეო ჩანაწერებს.  მიმდინარე აქციების კონტექსტშიც მნიშვნელოვანია იმის იდენტიფიცირება, საქართველოს პარლამენტი ამ ჩანაწერებს როგორ ინახავს და თანამშრომლობს თუ არა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან.
აღსანიშნავია, რომ საიამ მოითხოვა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს, რომ მოხდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უფლებების დარღვევის დამოუკიდებელი საერთაშორისო მოკვლევა.
ამასთანავე, საიამ ეუთოს მიაწოდა იმ მოქმედებების სია, რომლებიც უნდა შეასრულოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ხოლო მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედარებითი ანალიზი უნდა მოხდეს სწორედ შემდეგი მიმართულებების მიხედვით, რაც სრულად ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს საქართველოსთან მიმართებით საქმეებში.
კერძოდ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა:
1. საჯაროდ გაამჟღავნოს გამოძიების პროგრესი, მათ შორის გამოკითხულთა დეტალები, განხილული მტკიცებულებები და გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად მიღებული ზომები.
2. უზრუნველყოს საჯარო ხელმისაწვდომობა იმ მასალებზე, რომლებიც ეფუძნება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რაც ხელს შეუწყობს ანგარიშვალდებულების გაზრდას და შეამცირებს მიკერძოების აღქმას.
3. უზრუნველყოს ყველა მსხვერპლისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. მიიღოს პროაქტიული ზომები დაზარალებული პირების იდენტიფიცირებისა და მხარდაჭერისთვის.
4. მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშნების ტარების მოთხოვნით.
5. შეისწავლოს მაღალი რანგის თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა და ქმედებები, მათ შორის, იმ პირების, რომლებსაც ევალებათ სამართალდამცავი ოპერაციების დაგეგმვა და ზედამხედველობა.
6. ჩაატაროს გამოკითხვები ყველა იმ პირთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ანგარიშვალდებულება ყველა დონეზე.
7. შეადგინოს ყოვლისმომცველი ანგარიში აქციის დაშლის კონტროლის ოპერაციების შესახებ, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი დრო, დაგეგმვა, განხორციელება და ძალის გამოყენება.
8. შეაფასოს, იყო თუ არა წინასწარი გაფრთხილებები აქციის დარბევამდე, მათი ადეკვატურობა.
10. დროულად დანიშნოს და ჯეროვნად განახორციელოს სასამართლო სამედიცინო ესქპერტიზის პროცესი ყველა დაზარალებულ პირთან მიმართებით”- აცხადებენ საიაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

3 კრიტერიუმი, რომელიც დღეში 100 ლარიანი სამსახურისთვის დაგჭირდება
ახალი ამბები

3 კრიტერიუმი, რომელიც დღეში 100 ლარიანი სამსახურისთვის დაგჭირდება

20:34 10-03-2025
როგორ უნდა დაგეგმო საოფისე ავეჯის გადაზიდვა და სად შეგიძლია შეარჩიო საჭირო კომპანია?
ახალი ამბები

როგორ უნდა დაგეგმო საოფისე ავეჯის გადაზიდვა და სად შეგიძლია შეარჩიო საჭირო კომპანია?

19:02 10-03-2025
„წყლის კრემაცია“ და „კუბო სოკოსგან“  – დაკრძალვის ინოვაციური რიტუალები
ახალი ამბები

„წყლის კრემაცია“ და „კუბო სოკოსგან“  – დაკრძალვის ინოვაციური რიტუალები

18:42 10-03-2025
როგორ დავაგროვოთ ფული შეკიდული ჭერის დახმარებით? – პრაქტიკული მაგალითები
ახალი ამბები

როგორ დავაგროვოთ ფული შეკიდული ჭერის დახმარებით? – პრაქტიკული მაგალითები

17:18 10-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved