• რეკლამა
  • კონტაქტი
12:05, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოს მხარეს დგომა, თუ ნაცების მხარეს დგომაა, მართლა ვაი, ამ ხელისუფლებას” – ირმა სოხაძე

ალია ავტორი - ალია
17:02 11-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,792

მუსიკოსი, ირმა სოხაძე, ტვ პირველთან, ამბობს:

ორი ღამეა ვუყურებ და ვტირი. ცუდი სიზმარი და ცუდი ზღაპარი მგონია და მგონია, ეს არ არის რეალობა.

დამერწმუნეთ, მე უფრო ცუდ დღეში ვარ, ვიდრე თითოეული თქვენგანი, რადგან ყველაფერთან ერთად დიდი იმედგაცრუება მივიღე. თქვენ თითქოს თავიდანვე იყავით განწყობილი, რომ ისე არ არის ყველაფერი, როგორც საჭიროა. მე ბრმად მჯეროდა, ძალიან მომწონდა. წინა ხელისუფლება იმდენად აუტანელი იყო ჩემთვის, ისე დამღალა, ისეთი ბედნიერი ვიყავი სხვა ხელისუფლება რომ მოვიდა, ის ძალადობა შეცვალა და ის არაადამიანური მოპყრობა სადღაც წავიდა… ისიც სიზმარს ჰგავდა, ხომ? მე ვერავინ დამარწმუნებდა, რომ რაღაც ანალოგიური შეიძლებოდა მომხდარიყო.

რაც შეეხება წითელ ხაზს, ეს იყო ჩემთვის კანონი, ის, უცხოური გავლენის კანონი, რომლის მიხედვითაც, ყველა ვინც ფინანსდება უცხოეთიდან 20 ან მეტი პროცენტით, არის უცხოური ძალის გამტარი. ჩემთვის ეს არის იცით როგორი შეურაცხყოფა იმ ადამიანების?

მოდი, შევეშვათ, რუსულია, ამერიკული, თუ ფრანგული, მე არ ვიცი ეს, შეიძლება არ არის რუსული, რუსული თავიდან ასეთი არ იყო, რუსეთმა ხუთი წელი ვერ გაბედა მედია რომ ჩაემატებია, ჩვენ მედიით დავიწყეთ, ამაში ვაჯობეთ. ეს არის რუსული, თუ არ არის, არის კაბალური, ძალიან შეურაცხმყოფელი და ცუდი. შემეწინააღმდეგებიან ახლა, რომ ფრანგებსაც აქვთ, ამერიკელებსაც, კი, ბატონო, როცა გვექნება ისეთი სასამართლო, ისეთი დემოკრატია, როგორიც საფრანგეთში და ამერიკაშია, როცა ევროკავშირის წევრი ვიქნები, რაც გინდ ის კანონი მივიღოთ, გინდა რუსული გადავთარგმნოთ, მაგრამ… შარშან პირველად რომ შემოიტანეს ეს კანონი, მე დავიზაფრე, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მაშინაც ვაპირებდი სამსახურიდან წამოსვლას. რომ გაიტანეს უკან, ვიყავი ბედნიერი. იმიტომ რომ როდესაც შენი ყველა მეგობარი, შენი ყველა სტრატეგიული პარტნიორი გეუბნება, რომ ახლა ეს კანონი შენთვის არ ვარგა, მოდი, რა გავაგრძელოთ იმ გზით სიარული, როგორც მივდიოდით, არ მიიღო და შენ მაინც მიიღებ, მანდ მივხვდი, რომ რაღაცაშია საქმე, ეს არ არის შემთხვევითი, ეს არ არის ის, რაც აი, ახლა დაგვჭირდა და მივიღეთ. მე დავრბოდი, ვეკითხებოდი ხელისუფლებაში ვისაც ვიცნობ და ბევრს ვიცნობ და ვეკითხებოდი, რატომ აკეთებთ ამას, რატომ?

როდესაც იყო ჩვენი ევროპაზე გასვლა და ვმღეროდით, ზრაპრის ბოლო კეთილია და უცებ შემობრუნდა ეს კანონი, დაიზაფრა ყველა, ვეკითხებოდი, რატომ? გამარჯვება არის ცხვირწინ. მეუბნებოდნენ, აი, რაღაცა საფრთხეებია და ნახეთ საკონსტიტუციოთი თუ არ მოვალთ. სამი ნაძლევი მაქვს მოგებული. რატომ ვერ მოიგეს საკონსიტუციო უმრავლესობით, ხომ არ იცით? იმიტომ რომ ძალადობით არ გამოდის, ქართველები ვართ, ჩვენთან, სიმღერით, ჩახუტებით, კარგი ხასიათით, ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ამ ძალადობით, რაც ბოლო პერიოდი ხდება, გაზაფხულზე ხდებოდა, ეს ორი დღე ხომ მართლა არ მინდა წარმოვიდგინო რომ ჩვენს ქვეყანაში ხდება, მე არ ვიცი ვინ არიან ეს რობოკოპები, ქართველები არიან, არ არიან, სად გაიზარდნენ, შეათრევენ ადამიანებს, ქალია, კაცია, ბავშვია, გოგოა, ბოლომდე ურტყამენ… მართლა არ მჯერა, რომ ეს ხდება ჩვენს თავს. 

ეს არის კატასტროფა არ ვიცი რა დეფინიცია შეიძლება მოიშველიო შეიძლება ადამიანმა, რომ ეს დაახასიათო, ეს არ იყო არასდროს, სადაც მიკროფონს დაინახავდი, გავეშებულად გავარდე შემოიყვანო და წიხლებით შედგე, ეს არ იყო არასდროს, მე არ მახსოვს.

იცი, მე რა მაწუხებს? ჩვენ რაღაცა ვლაპარაკობთ ამ შედეგებზე, და არ გვინდა ველაპარაკოთ იმ ადამიანებს, ვინც თავს იყრუებს, ან არ უნდა რომ დაინახოს, რომ სად ვართ, ძალიან ცოტაა იქამდე რომ დიდი უფსკრულის ფსკერზე აღმოვჩნდეთ. ასე შეგვეშალა წინასაარჩევნოდაც, ზოგადად, საზოგადოებას, – ევროკავშირს დღესაც აგინებენ, სამთავრობო არხებზე, უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ და დაიჯერა ეს ბევრმა, რეგიონებში დაიჯერეს, აქეთა მხარეს რომ ლაპარაკობდნენ გეი პროპაგანდააო, სად იყო, მე არ ვიცი, პროპაგანდა იყო ის რასაც აკეთებდნენ სამთავრობო არხები, იქ იყო გადაცემები, უმრავლესობა გეია, კაცებს რძე აქვს, მოწველო შეიძლება, ბიჭს გაუშვებ ბაღში და გოგო მოვა სახლში – სად ნახეს ეს? ეს ხომ სულ ტყუილია, რუსული საიტებიდან წამოღებული და ეს არავინ გააბათილა. რატომ არავინ იჯდა დღე და ღამე, თუნდაც თქვენ ეთერში, ეს ფაბრიკაციაა, ეს ტყუილია.

ბევრს დღემდე ჰგონია, რომ ევროპა ცუდია. მეორე კითხვა მაქვს, თუ ასეთი ცუდია და ჯოჯოხეთის მაშხალაა, ღირსებით სად მივდივართ 2030 წელს მაშინ? ან ამ ოთხ წელს რატომ ვიკლავთ თავს, რომ არ ველაპარაკებით?

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც არ გადის, მართლა სხვადასხვა მიზეზია, მე მაგალითად მეშინია, პირდაპირ ვამბობ. არასოდეს ვიყავი კომფორტულად ბევრ ხალხში. თუმცა, ახალგაზრდობაში შემეძლო მეტად. რა თქმა უნდა, უნდა გავიდეთ და მეც გავალ, ალბათ, მაგრამ მე მინდა ვუთხრა იმათ, ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება… ვინც ჩემსავით მიხვდა რა ხდება, ის კიდევ გადარჩენილია, მაგრამ ვინც კიდევ ფიქრობს, სად არის რუსეთი… იცი, ვინ მაღიზიანებს ყველაზე მეტად? ჩემი მეგობრები, ის ადამიანები, ვისაც მეგობრებად ვეღარ ვთვლი, რომლებიც მეუბნებიან, შენ თავმოყვარეობა დაკარგე? აბა, ცალ ფეხზე გინდა იყო? ჯერ ვინ თქვა ეს ცალ ფეხზე დგომა, ხალხო? რომელმა ევროპელმა თქვა? ვიღაცა ქართველმა თქვა, ცუდი ნათქვამია, ვიმეორებთ, ხომ გადავირიეთ ექვსი თვეა. აი, თავმოყვარეობა… თავმოყვარეობა რომ არა გვაქვს, აი, ამაში ჩანს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.

მინდა ვუთხრა იმათ, ვინც კითხვას სვამს – რუსეთი სად არისო, რუსეთი აქ არის უკვე.

ჩემსავით რუსეთი წესით არავის უნდა უყვარდეს, ხელის გულზე მატარა რუსეთმა და კარგის მეტი არაფერი მახსოვს მისგან, მაგრამ დანახვა არ შემიძლია, მე ხომ ვიცი იქ რაც ხდება, რა ქვეყანაც არის, ბავშვობაში შეიძლება ვერ ვაცნობიერებდი და მომწონდა, მაგრამ დღეს უკვე ვიცი, ჩვენი უპირველესი მტერია, ოკუპანტი და სად არის რუსეთიო ნუ კითხულობთ, რუსეთი მოვიდა და აქ არის. უმორჩილესად გთხოვთ, გაიაზრეთ, გააცნობიერეთ…

ჩვენ თვითონ რატომ არ ვსაუბრობთ ევროპის სიკეთეებზე? მარტო იმას ვამბობთ, ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება და ის მილიონები შეჩერდება, რამდენი სიკეთეა ევროპაში, მოდი ამაზე სულ ვილაპარაკოთ, ევროკავშირს ჯერ იდენტობა არავისთვის წაურთმევია, არც ჩვენ წაგვართმევს ქართველობას, პირიქით, მუხლია იქ ერთ–ერთი, ვალდებულება აქვს, იცავს ყველას იდენტობას, პატივს სცემს უმცირესობებს, პატივს სცემს თავისნაირებს არამარტო, ყველას, ყველა ადამიანს. 

ჩვენ ჩაგვაგონეს, რომ ახლა ამ პოზიციაზე დადგომა, არის ნაცების მხარეს დადგომა, ვინც მე ნაცობა დამაბრალოს, არ გაბედოს არავინ ჩემი აფილირება ნაცებთან,  ეგ არის გამორიცხული, მაგრამ დღეს საქართველოს მხარეს დგომა, თუ ნაცების მხარეს დგომაა, მართლა ვაი, ამ ხელისუფლებას და ყველას ჩვენ. გამოდის, სიმართლის მხარეს ნაცები დგანან და ესენი არა? ნახე, სადაც ვართ. მე ნაცების მხარეს არც ვაპირებ, მაგრამ საქართველოს მხარეს ვიდექი ყოველთვის და არც ვაპირებ კარგი ცხოვრებისთვის ამაზე ან თვალის დახუჭვას, ან ტუჩების მოკუმბას და ან გაჩუმებას. 

მშვიდობა გინდა? – მშვიდობა რომ მინდა, იმიტომ მინდა ევროპა. ეს ნარატივი სად იყო? მეგონა ვიღაცა იტყოდა. მშვიდობა თუ გვინდა ეს არის ევროპა, ევროკავშირი, უნდა ვიჩქაროთ, რომ შევასწროთ, რომ იქნება მართლა მოგვეშვას რუსეთი და მშვიდობა მოვიპოვოთ. 

ვუთხრათ ამ ახალგაზრდებს, მართლა რა ახალგაზრდობა გვყოლია, სულ ვამბობთ,  ეს პირსინგიანი, ეს ტატუანი, სად არიან, რა იციან, თქვენ გენაცვალეთ, თქვენ გცოდნიათ, თუ გცოდნიათ. დიდი მადლობა. იდექით მაგრად, იცოდეთ, ჩვენ თქვენთან ვართ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved