• რეკლამა
  • კონტაქტი
13:23, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაში საქართველოს გენერალური პროკურატურის და მისი საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა

ალია ავტორი - ალია
16:24 02-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია მთავარი საგამოძიებო ორგანოს – გენერალური პროკურატურის და მისი საგამოძიებო ნაწილის წვლილი, – ამის შესახებ  საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომელიც 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ეხებოდა.

„დღეს ამ დარბაზში გვესწრება პროკურატურის გამომძიებელი მამუკა ფარულავა, რომელსაც პირადად აქვს უდიდესი დამსახურება ყველა შეგროვებული მტკიცებულების საქმეში დამაგრებისა და მტკიცებულებად ქცევის საკითხში და მას ვუხდი მადლობას; იგი იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში აგროვებდა მტკიცებულებებს და აძლიერებდა საქმეს“ – აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.

იუსტიციის მინისტრმა მტკიცებულებების შეგროვებაში აქტიური ძალისხმევისთვის ყველა შესაბამის უწყებას, ვინც მათთან ერთად მონაწილეობდა პროცესში, ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებთან ერთადაც შევაგროვეთ რადარის ჩანაწერები, განაღმვის ამსახველი დოკუმენტაცია, კარტოგრაფიული მასალა და სხვა მტკიცებულებები; შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებით კი, შიდა ქართლის პოლიციასა და საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურს; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მთელი ამ პროცესის განმავლობაში აქტიური მხარდაჭერისთვის; საჭირო აუდიო- ფოტო- და ვიდეომასალების მოწოდებისთვის; ომისდროინდელი სატელეფონო მიყურადებების დამაგრებისა და მოწოდებისთვის; ასევე, ინოვაციური იდეებისთვის, როგორიც იყო, მაგალითად, სეისმური სადგურის ჩანაწერების გამოყენება აფეთქების დამადასტურებლად; საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ოკუპაციისა და განგრძობადი დარღვევების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწოდებისთვის; დაბოლოს, მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც დღეს ამ დარბაზში იმყოფებიან“ – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ამ ახალგაზრდა გუნდმა აჩვენა საოცარი შემართება, პროფესიონალიზმი და კომპეტენცია, რაც საკმარისი აღმოჩნდა მრავალრიცხოვანი იურისტებით დაკომპლექტებული ძლიერი ოპონენტის დასამარცხებლად; გოჩა ლორთქიფანიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ პერიოდში იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, ვისი ხელმძღვანელობითაც 2013 წლიდან არსებითი განხილვის ეტაპზე მუშაობდნენ ამ საქმეზე;

„მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ამ პროცესის უშუალო მხარდაჭერისთვის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული დეოკუპაციის გეგმის განხორციელების მნიშვნელოვან ელემენტს. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა-მინისტრებს უწყებების ასეთი შეწყობილი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. მადლობას გიხდით თქვენ – საქართველოს დეპუტატებს ამ პროცესში პოლიტიკური მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“ – აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენისას.

თეგები: იუსტიციის სამინისტროპროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:50 03-13-2026
თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved