• რეკლამა
  • კონტაქტი
22:33, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, სამართლებრივ საკითხებში ამერიკელ ექსპერტთან დევიდ მარტინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ალია ავტორი - ალია
14:30 11-23-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების წარმომადგენლები. დევიდ მარტინი გაეცნო ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის პოლიტიკას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტებს, განხორციელებულ რეფორმებს, მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.

დევიდ მარტინი საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით, ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა და სამკვირიანი ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებს გამართავს სპეციალიზებულ პროკურორებთან, მოსამართლეებთან, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებთან, ადვოკატებთან, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების საკითხებზე მომუშავე სხვა უწყებებთან. ასევე, ჩაატარებს ტრენერთა ტრენინგს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ოჯახში ძალადობის, სქესობრივი დანაშაულების საკითხებზე სპეციალიზებულ პროკურორებთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მულტისექტორული სამუშაო შეხვედრა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე.

დევიდ მარტინი ამერიკის შეერთებულ შტატებში (სიეტლში, ვაშინგტონის შტატი) 23 წელზე მეტია ხელმძღვანელობს ოჯახში ძალადობის სპეციალიზებულ დეპარტამენტს. მას აქვს მრავალფეროვანი გამოცდილება როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული საქმიანობის კუთხით. დევიდ მარტინი ოჯახში ძალადობის შესახებ კანონების და კანონქვემდებარე აქტების, ავტორია, ასევე აღდგენითი მართლსამჯულების სფეროში დანერგილი აქვს ინოვაციური რეფორმები და დღემდე აქტიურად ახორციელებს საპროკურორო საქმიანობას სპეციალიზებულ დანაყოფში.

თეგები: ირაკლი შოთაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved