• რეკლამა
  • კონტაქტი
18:20, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტ მრჩეველთან სამართლებრივ საკითხებში ლანა ოუვენსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ალია ავტორი - ალია
17:13 08-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ახლადდანიშნულ რეზიდენტ მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში ლანა ოუვენსს და ყოფილ რეზიდენტ მრჩეველს მაიკლ გრანტს შეხვდა. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები ესწრებოდნენ.

ირაკლი შოთაძემ ლანა ოუვენსს საქართველოს პროკურატურის და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო. ასევე, შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურის მუშაობის სპეციფიკის და პრიორიტეტების შესახებ და პროკურატურის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა.

ირაკლი შოთაძემ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილ რეზიდენტ მრჩეველს მაიკლ გრანტს პროკურატურის სისტემის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში.

შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზეც ისაუბრეს, სადაც ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობას საქართველოს პროკურატურის რეფორმირების პროცესში.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved