• რეკლამა
  • კონტაქტი
05:40, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
12:19 01-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის  2020 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.  

ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე, ახალი კორონავირუსით (COVID – 19) გამოწვეული პანდემიის გამო საქართველოს პროკურატურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამართალწარმოების მაქსიმალურად ხელმისაწვდომ და უწყვეტ რეჟიმში განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში დისტანციური სამართალწარმოების მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. ასევე, დისტანციურად განხორციელდა პროკურატურის სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა.

ანგარიშის წარდგენისას საპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორისგან მოისმინეს პროკურატურის, როგორც საგამოძიებო  და საპროკურორო ზედამხედველობის უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს შედეგები.

ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ცალკეულ დანაშაულებებზე მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკა, ანალიტიკაზე ორიენტირებული ორგანიზაციული მართვის მოდელი და ციფრული ტრანსფორმაცია, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მოტივაციის გაძლიერება, ასევე საერთაშორისო ურთიერთობები.

„უკანასკნელი წლების განმავლობაში უწყებამ არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის დანერგვის მიზნით, რომლის მთავარი მიღწევა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიებების ეფექტიანი გამოყენებაა. ამ მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა გაზარდა არასრულწლოვანთა და 18-დან 21 წლამდე ასაკის პირთა განრიდების მაჩვენებელი“ -აღნიშნა ირაკლი შოთაძემ. 

როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა კვლავ პრიორიტეტად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული, რაც აისახება მსხვერპლთა მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის ზრდაში და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაღალ მაჩვენებლებში. პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ასევე ისეთ დანაშაულებთან ბრძოლა, როგორიც არის: შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული, კორუფციული დანაშაული, სამოხელეო და ტრანსნაციონალური დანაშაულები, ასევე, ნაფიც მსაჯულთა მიერ განსახილველი საქმეები. ამ პროცესში, ბუნებრივია, უპირველეს საზრუნავს დაზარალებულთა უფლებების დაცვა და სამართალწარმოების პროცესში მათი სათანადო ჩართულობა წარმოადგენს.  

„პროკურატურა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს და უარს ამბობს ქალთა მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე. ასევე გაზრდილია ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, რაც წინა წლებთან შედარებით ფაქტიურად გაორმაგდა“ – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა. 

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურისთვის ასევე ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. მისი თქმით, 2020 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ, რომლებმაც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, გადამზადების 4 სასწავლო კურსი გაიარეს. 2020 წელს შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 224 პირის მიმართ დაიწყო. 

ასევე, გენერალურმა პროკურორმა ყურადღება გაამახვილა გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების, პროკურატურის თანამშრომელთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გატარებულ არაერთ ღონისძიებაზე ისაუბრა.  

ირაკლი შოთაძემ საბჭოს წევრებს საქართველოს პროკურატურაში დანერგილ სიახლეზე, თანამშრომელთა რანგირების სისტემის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რანგირებას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები ექვემდებარებიან და მისი მიზანია პროკურატურის თანამშრომელთა კარიერის სწორად დაგეგმვა და განვითარება, მოტივაციის ზრდა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება. 2020 წლის 1 სექტემბერს საქართველოს პროკურატურის ყველა პროკურორსა და გამომძიებელს საწყისი – მესამე რანგი მიენიჭა. 

ირაკლი შოთაძემ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოსა და EUROJUST-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა. საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, სამი წლის ვადით დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურატურის მეკავშირე პროკურორი EUROJUST-ში.

„2020 წლის განმავლობაში მეკავშირე პროკურორმა დიდი ძალისხმევა გასწია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვის კუთხით. შედეგად, საქართველოს საგამოძიებო უწყებების წარმოებაში არსებულ არაერთ მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეზე მეკავშირე პროკურორის ჩართულობით, უზრუნველყოფილ იქნა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებიდან საჭირო მტკიცებულებების სწრაფად და ეფექტიანად მოპოვება“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

გენერალურმა პროკურორმა გასულ წელს უწყებაში დანერგილი ციფრული პროდუქტების და ანალიტიკური კვლევების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით 2020 წელი საქართველოს პროკურატურისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო, ვინაიდან მოკლე დროში უწყებამ არაერთი ციფრული პროდუქტი დანერგა და საკმაოდ პროდუქტიული ანალიტიკური კვლევები ჩაატარა. 

ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს წინაშე უწყების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმებში 2021-2025 წლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის, ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკის ახალი დოკუმენტის შემუშავება, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, აღდგენითი მართლმსაჯულების მხარდაჭერა, პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები შედის. 

ანგარიშის დასრულების შემდეგ ირაკლი შოთაძემ საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved