• რეკლამა
  • კონტაქტი
23:15, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს უზენაეს სასამართლოში სასამართლოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

ალია ავტორი - ალია
17:59 05-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

საქართველოს უზენაეს სასამართლოში სასამართლოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩევლის ერთობლივი პროგრამის ანგარიში იყო წარმოდგენილი.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მონიტორინგის შედეგების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და არაერთი მიმართულებით პროკურატურის პროგრესზე და მართლმსაჯულების პროცესის გაუმჯობესების მიზნით უწყების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში დისტანციური სამართალწარმოების შეუფერხებლად განხორციელების კუთხით უწყების მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. გენერალურმა პროკურორმა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვაზე, სისხლის სამართალწარმოების პროცესის მაქსიმალური გაციფროვნების და დაცვის მხარესთან მტკიცებულებების ელექტრონულად გაცვლის უზრუნველსაყოფად პროკურატურის აქტიურ მუშაობაზე, პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განხორციელებულ სასწავლო აქტივობებზე ისაუბრა. მისივე თქმით, პროკურატურა აქტიურად მუშაობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომლის მიზანი მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობაა.

აღსანიშნავია, რომ ჩატარებულმა მონიტორინგმა სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის განხორციელების პროცესში არსებული პოზიტიური ტენდენციები გამოავლინა. მონაწილეებმა საქართველოში მართლმსაჯულების პროცესის გაუმჯობესების მიზნით საჭირო პრაქტიკულ რეკომენდაციებზე, საპროცესო კანონმდებლობის დახვეწის საჭიროებაზე და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved