• რეკლამა
  • კონტაქტი
23:18, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინტერს შეხვდა

ალია ავტორი - ალია
19:37 06-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

საქართველოში ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინტერს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩოჩუა ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროექტის ხელმძღვანელს რენატე ვინტერს ევროკავშირის პროექტის მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემისა და აღდგენითი მართლმსაჯულების კიდევ უფრო განვითარება წარმოადგენს.

ირაკლი შოთაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროკურატურა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობას ამ მიმართულებებით კვლავაც აქტიურად გააგრძელებს.

შეხვედრაზე, საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ევროკავშირის როლი საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის განვითარების მიმართულებით და მომავალი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved