• რეკლამა
  • კონტაქტი
23:18, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლე მარკ სპეისერს შეხვდა

ალია ავტორი - ალია
14:49 05-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლეს, მარკ სპეისერს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაში ასევე გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების უფროსები – ირაკლი ჩილინგარაშვილი, ნიკოლოზ ჭინკორაშვილი და მირიან მეგრელიშვილი მონაწილეობდნენ. 

გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა, მარკ სპეისერს ​საქართველოს პროკურატურის რეფორმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენერალური პროკურორის არჩევის წესი, პროკურატურის კოლეგიური ორგანოების მანდატი და ფუნქციონირება, პროკურატურის თანამშრომლების დანიშვნა-დაწინაურების, ეთიკის და დისციპლინის საკითხები, პროკურატურის 2021-2025 წლების სტრატეგიის პროექტის პრიორიტეტული მიმართულებები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. მოსამართლე მარკ სპეისერმა შეხვედრის მონაწილეებს განხილულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.

გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, სტუმარს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და მოსაზრებების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა განაცხადა, პროკურატურისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე უცხოელი პარტნიორების და კოლეგების აზრის მოსმენა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. 

მისივე თქმით, ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა, სადაც პროკურატურის ინსტიტუციურ მოწყობაზე, პროკურორის როლზე, ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობაზე, პროკურორის და გამომძიებლის ფუნქციებზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, პროკურატურის განვითარების სტრატეგიაზე და სხვა საკითხებზე ისაუბრეს.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელი პარტნიორების და კოლეგების აზრის მოსმენა, მათი გამოცდილების გაზიარება იმ საკითხებზე, რაც პროკურატურისთვის პრიორიტეტულია“ – აღნიშნა ნათია მერებაშვილმა.

ამერიკელი მოსამართლის, მარკ სპეისერის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ეფექტიანმა მუშაობამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მისი თქმით, ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს, მათთან ერთად განეხილა, თუ როგორ ახორციელებენ ისინი სისხლისსამართლებრივ დევნას და ასევე გაეზიარებინა მისი გამოცდილება. 
“მომეცა სასიამოვნო შესაძლებლობა, მენახა გენერალური პროკურატურის რამდენიმე სამმართველოს უფროსის პრეზენტაციები და მესაუბრა მათთან და თავად გენერალურ პროკურორთან. საკმარისად ვერ აღვწერ, თუ რამდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე იმან, თუ როგორ ეფექტიანად მუშაობენ პროკურატურაში. როგორც ჩანს, ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პროკურატურის კეთილსინდისიერებას და დამოუკიდებლობას. ჩვენ ძალიან ჯანსაღი საუბარი გვქონდა და მათგან ბევრი ინფორმაცია მივიღე. იმედი მაქვს, შევძელი, მათთვის მიმეცა რჩევები, რომლებიც დაეხმარება მათ მომავალ საქმიანობაში” – აღნიშნა მარკ სპეისერმა.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved