• რეკლამა
  • კონტაქტი
08:28, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს ელჩი ევროკავშირში სუს-ის მოსმენების საქმეზე ბრიუსელში დაიბარეს

ალია ავტორი - ალია
15:21 09-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ინფორმაციით, სუსიდან გამოჟონილ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს.

ჰარცელის თქმით, შეხვედრა ბრიუსელში გუშინ, ევროკავშირის სათავო ოფისში შედგა.

ელჩი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ.

“თქვენ ნახეთ ბრიუსელის პირველი რეაქცია ამ საკითხზე. ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ ამას, რადგან ვენის კონვენცია არეგულირებს დიპლომატიურ ურთიერთობას. ჩვენთვის არაბუნებრივია, რომ საქართველოსნაირი ახლო მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა ჩართული იყოს ასეთი ტიპის აქტივობებში ჩვენს წინააღმდეგ. გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ბრიუსელში სათაო ოფისში დაიბარეს, სადაც ევროკავშირმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. ევროკავშირმა მოითხოვა, რომ საკითხთან დაკავშირებით სათანადოდ იყოს საქმის კურსში.

როცა საქმე ამ საკითხს ეხება, ზოგადად, ჩვენ ყოველთვის თავს ვარიდებთ დეტალებზე საუბარს, თუმცა ჩვენ მოვლენათა განვითარებას თვალს ვადევნებთ და გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან. ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად განიხილავენ გაჟონილი ინფორმაციას და მის შინაარსს. ნებისმიერი უსაფრთხოების სამსახურის ინტერესია, დაიცვას სახელმწიფო უსაფრთხოება, იმისათვის, რომ შეძლოს შესაძლო საფრთხეებისგან თავის არიდება, მათ შორის, ტერორიზმის და ჯაშუშობისგან. არის არაერთი მიზეზი, რომ გამოყენებული იქნეს ასეთი ინსტრუმენტები, თუმცა ეს ბერკეტები უნდა იყოს ძალიან ფრთხილად გამოყენებული. გამოძიება მიმდინარეობს და მე მივესალმები პროცესის ფართო განხილვას,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved