• რეკლამა
  • კონტაქტი
16:54, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოს ბედი საქართველოში გადაწყდება, გვჭირდება პარტნიორები და მხარდაჭერა” – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
14:40 03-01-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
481

“შეფასებების ძალიან დიდი ნაწილი ახლა ოცნების პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს და იმის საშუალებას აძლევს, რომ ჩვენი ემოციური შეფასებები გამოიყენოს ჩვენ წინააღმდეგ.

უნდა გვახსოვდეს, ადმინისტრაციების ცვლის მიუხედავად, ამერიკა იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და უსაფრთხოების მთავარი გარანტი. იყო და ასეთად რჩება კიდეც – ქართველი ხალხის მეგობრად.

ფაქტია, ოცნებამ მინიმალური კომუნიკაციაც კი ვერ დაამყარა ახალ ადმინისტრაციასთან, მოგვწონს თუ არა კომუნიკაციის ფორმები, რასაც ვხედავთ, მოგვწონს თუ არა რომ ის რაც შესაძლოა ხდებოდეს და მომხდარა დახურულ კარს მიღმა, ხდება ღია ეთერში – შინაარსი და ამოცანები უცვლელია.

კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, არც სრული ფსონის დადება და ინაუგურაციაზე დიდი მოლოდინებით წასვლა და შესაბამისი მოლოდინების ხალხში

შექმნაა გამოსავალი და მითუმეტეს არც ის, 20 იანვარს იანაუგურაციაზე მყოფი, დღეს რომ აკრიტიკებ.

ვართ მარათონულ ბრძოლაში, ვიცით მიზანი და თანმიმდევრულად მივიწევთ ამ მიზნისკენ. საქართველოს ბედი საქართველოში გადაწყდება, გვჭირდება პარტნიორები და მხარდაჭერა.

ასეთივე თანმიმდევრულობით იქნება მუშაობა ქვეყნის გარეთ, პარტნიორებთან, რომ მათთან სწორად მივიდეს ქართველი ხალხის ხმა, მათი ნება და იმ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც დამყარდება უახლოეს თვეებში, საქართველოს ჰქონდეს თავისი დამსახურებული ადგილი.

გუშინდელ შეხვედრაზე, არაფერი გადაწყვეტილა წიაღისეულის შეთანხმებასთან დაკავშირებითაც კი – ვნახეთ პროცესი, რომელიც იყო იმაზე ღია, ფართო საზოგადოებისათვის, ვიდრე ოდესმე ყოფილა…

მოთმინებით დაველოდოთ გაგრძელებას, მეორეს მხრივ კი გვახსოვდეს, ჩვენი ეროვნული ინტერესები, ამოცანები, რომელიც მისაღწევია და რომლისკენაც თანმიმდევრულად და დაუღალავად უნდა ვიაროთ, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ.” – ასე ეხმაურება კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მსოფლიო პოლიტიკაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved