• რეკლამა
  • კონტაქტი
09:55, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ტრენინგები კიდევ ერთმა კომპანიამ გაიარა

ალია ავტორი - ალია
21:50 10-27-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, რამდენიმე თვეა ბიზნესის მხარდამჭერი პროექტი ხორციელდება. პროექტი  მსუბუქი მრეწველობის სფეროდან ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულმა 19-მა კომპანიამ დარგის ექსპერტების ჩართულობით, ინდივიდუალური კონსულტაციები მიიღო მათთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვ.

კომპანია „სკამმა“, რომელიც პროექტშია ჩართული, ტრენინგები ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ექსპორტის მიმართულებით გაიარა. მიღებული გამოცდილების შემდეგ კი მისი სამომავლო გეგმები გაყიდვების წერტილების რაოდენობის ზრდას უკავშირდება. „ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავაქტიურდეთ კორპორატიულ ბაზარზე, დავაიდენტიფიციროთ საუკეთესო საექსპორტო პროდუქტები და დავხვეწოთ არსებული პროდუქცია, იმისთვის, რომ სრულ შესაბამისობაში მოდიოდეს საერთაშორისო სტანდარტებთან. ამასთან, ვგეგმავთ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასაც“,- აცხადებს კომპანიის დირექტორი, გიორგი სურგულაძე.

კომპანია „სკამი“ 2019 წელს დაარსდა და ის ხის ავეჯსა და აქსესუარებს აწარმოებს. ამ ეტაპზე კომპანიის ძირითადი მიმართულება სამზარეულოს სკამებისა და მაგიდების წარმოებაა. თუმცა, ის მომხმარებელს მისაღები ოთახისა და საძინებლის 15-მდე სახეობის დამხმარე ავეჯსა და აქსესუარსაც სთავაზობს. „სკამის“ პროდუქციას ხარისხი გამოარჩევს. კომპანია წარმოების პროცესში ნატურალური ხის მასალებს და მაღალი ხარისხის ლაქ-საღებავებს იყენებს. 

„ჩვენი კომპანიის ამჟამინდელი გამოწვევა საინფორმაციო რესურსებზე შეზღუდული წვდომაა, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: სხვადასხვა სახის სტატისტიკა, (როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე) ექსპორტი, საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნები, ლოგისტიკური საკითხები, პროდუქციის მიმართ არსებული მოთხოვნები სერტიფიკატების თუ ლიცენზიების კუთხით და სხვა. პროექტის ფარგლებში საკმაოდ ინფორმაციულ ტრენინგებს დავესწარით და ახალი, საინტერესო აღმოჩენებიც გავაკეთეთ. ერთ-ერთი ტრენინგი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც უფრო ეფექტური ბიზნეს გეგმის შედგენის პრინციპები ვისწავლეთ. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ინდივიდუალური შეხვედრები, რომელიც კომპანიის სპეციფიკაზე, შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე იყო მორგებული. კიდევე ერთი ტრენინგი-  ექსპორტის მიმართულებით სწორედ ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ეხმიანებოდა. მისი დახმარებით, უფრო სიღრმისეულად გავეცანით ექსპორტისა და მისი ღირებულების, ელ. კომერციის, გაყიდვის არხებისა და ბაზრის კვლევის საკითხებს. ამჟამად პროექტის იმ ეტაპზე ვართ, სადაც დარგის ექსპერტთან ერთად ინდივიდუალურად ვარჩევთ კომპანიისთვის რელევანტურ საექსპორტო ბაზრებს, პროდუქციას“,- აცხადებს გიორგი სურგულაძე.

საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი ბიზნესის სამომავლო განვითარების მიზნით  კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ. პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების, ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების, შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას.

ბუღალტრული მომსახურება

თეგები: USAIDეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასაქართველოს ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved