• რეკლამა
  • კონტაქტი
17:26, კვირა, 12 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

საქართველოს ბანკისა და MasterCard-ის შეთავაზება ბიზნესს

ალია ავტორი - ალია
21:07 06-03-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად სიახლეების შეთავაზებას აგრძელებს. ამჯერად ბანკი ბიზნესებს MasterCard-თან ერთად ციფრულ ბიზნესბარათზე cashback-ს სთავაზობს. რაც გულისხმობს იმას, რომ სამი თვის განმავლობაში ციფრული ბიზნესბარათით განხორციელებულ გადახდებზე ბიზნესი გადახდილი თანხის 10%-ს ქეშბექის სახით, ციფრულ ბარათზევე  დაიბრუნებს. დაანგარიშება მოხდება თვის ბოლოს. ანაზღაურება კი განხორციელდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში.  შეთავაზება დღეიდან დაიწყო და ის 31 აგვისტოს დასრულდება. სამი თვის განმავლობაში ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, cashback-ს სახით დაბრუნებული თანხა ისევ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს.

ციფრულ ბიზნესბარათის მეშვეობით კიდევ უფრო მარტივი ხდება ოპერაციების განხორციელება. ბარათის შეკვეთა და გააქტიურება კი ბიზნეს ინტერნეტბანკის საშუალებით, მომენტალურადაა შესაძლებელი.

აღნიშნული ბარათით, მომხმარებელი როგორც ბანკომატებით, ისე სავაჭრო ობიექტებში არსებული POS ტერმინალებით ისარგებლებს. გარდა ამისა, მისი გამოყენებით შესაძლებელია ონლაინ ანგარიშსწორებაც. ციფრული ბიზნეს ბარათის Apple Pay-სა და TSKAPP აპლიკაციებში დამატებით კი ისეთ ოპერაციებს განახორციელებთ, როგორიცაა: თანხის განაღდება, ჩარიცხვა/გადარიცხვა, შეტანა და კონვერტაცია უკეთესი კურსით.

აღსანიშნავია, რომ ბანკის გადაწყვეტილებით, 31 აგვისტოს ჩათვლით ციფრული ბარათის აღება სრულიად უფასოა ისევე, როგორც მისი მოხმარება ბარათის ვადის გასვლამდე.  ციფრული ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ბიზნეს ინტერნეტბანკში.

გიორგი არველაძე, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი:
„ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მათთვის ახალი შეთავაზებების გაკეთებას. ცოტა ხნის წინ ჩვენ მომხმარებელს მეტი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის ციფრული ბიზნესბარათი შევთავაზეთ. ამჯერად კი ბიზნესს ვაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლოს Cashback- ით და გამოთავისუფლებული თანხა კვლავ საკუთარ ბიზნესს მოახმაროს. ციფრულ ბიზნესბარათს ბევრი უპირატესობა აქვა, ბარათი დაზღვეულია დაკარგვისგან, რადგან ის ტელეფონშია, ეს კი საგრძნობლად ზრდის მის დაცულობას. მისი მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს ყველაზე საჭირო საგადახდო ოპერაციების შესრულებას, ონლაინ ანგარიშსწორებას. ბიზნეს ინტერნეტბანკის დახმარებით, მის გასააქტიურებლად სულ რამდენიმე წამია საჭირო. 31 აგვისტოს ჩათვლით კი ბარათის დამზადება, ასევე  მისი ვადის ამოწურვამდე მისი გამოყენებაც, სრულიად უფასოდაა შესაძლებელი. ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის ინოვაციური პროდუქტების დანერგვას, რათა გაუმჯობესებული პროცესებით თუ სერვისებით, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომხმარებლებს”.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3yOiMQx

თეგები: cashbackmastercardბიზნესბარათიბიზნესიმასტერქარდისაქართველოს ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი
ახალი ამბები

„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად – თიბისი

12:45 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved