• რეკლამა
  • კონტაქტი
02:50, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა

ალია ავტორი - ალია
20:09 06-21-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, მზიურის პარკში  „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პირველი წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ წიგნები – გაეჩუქებინათ, გაეყიდათ, ან გაეცვალათ ძველი და აღმოეჩინათ ახალი.

ფლიმარკეტის თემა წიგნები და მუსიკა იყო, შესაბამისად, წიგნების გარდა მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეეძინათ ან გადაეცვალათ ვინილის ფირფიტებიც. განწყობის შესაქმნელად კი მცირე სცენაზე, სტუმრებს რამდენიმე მუსიკის მოყვარულმა საკუთარი ვინილის კოლექციიდან რჩეული კომპოზიციები გაუზიარა. 

გარდა ამისა, მისულ სტუმრებს ტერიტორიაზე საქართველოს ბანკის  მიერ მოწყობილ ზონებში განტვირთვის, კითხვისა  და დასვენების შესაძლებლობა ჰქონდათ.

„წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაგეგმილი პირველი წიგნის ფლიმარკეტი, მკითხველთა დასაახლოვებლად, წიგნის უფრო ხელმისაწვდომობისა და კითხვის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.

„მიხარია, რომ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთ-ერთი სახალხო და მასშტაბური ღონისძიება, წიგნის ფლიმარკეტი, ასე წარმატებულად ჩატარდა. უამრავმა ადამიანმა მოახერხა არა მხოლოდ წიგნების გაყიდვა და გაცვლა, არამედ ერთმანეთის გაცნობა და დროის სასიამოვნოდ გატარება. მომდევნო თვეებში, კიდევ სამ ფლიმარკეტს ვგეგმავთ განსხვავებული თემებითა და უამრავი სიურპრიზით“, – ამბობს „თბილისი -წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

ინფორმაციისთვის, იუნესკოს პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

თეგები: საქართველოს ბანკიწიგნის მსოფლიო დედაქალაქიწიგნის ფლიმარკეტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved