თბილისის მერობის კანდიდატი, ანა დოლიძე ამბობს, რომ უბანზე, სადაც ხმა მისცა, დარღვევები გამოვლინდა და იყო ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი.
“ეუბნებოდნენ, საქართველოს ბანკიდან გაშვებულია უკვე ფული, ლიბერთი ბანკიდან ცოტა გაიჭედა და მალე ყველას ჩაგერიცხებათო. რომ ჩავეკითხე, რაზე საუბრობდნენ, მოვიდა მეორე პიროვნება და შეურაცხყოფაზე გადმოვიდა. დიდი ალბათობით ეს არის სწორედ ხმების მოსყიდვის ის შემთხვევა, რაზეც ჩვენ აქამდეც ვსაუბრობდით. ეს არის ქართული ოცნების ერთადერთი გზა, რომ ხმები მოიზიდოს. ამიტომ, ჩვენ, ვისაც გვინდა დღევანდელი მდგომარეობის დასრულება, არ უნდა დაგვეზაროს, აუცილებლად გავიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ, ცვლილებას”. – თქვა ანა დოლიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, ამომრჩეველი 64 მუნიციპალიტეტის მერს და ამდენივე საკრებულოს ჯამში 2 068 წევრს აირჩევს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით.
კომენტარები