• რეკლამა
  • კონტაქტი
18:37, ოთხშაბათი, 16 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დღეს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

ალია ავტორი - ალია
10:45 04-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი, ასე­ვე მე­რე­ბის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი 29 აპ­რილს გა­ი­მარ­თე­ბა.

რო­გორც ცეს­კოს პრესს­პი­კერ­მა ნა­თია იო­სე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, ეს პირ­ვე­ლი არ­ჩევ­ნე­ბია, რო­მელ­ზეც სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია ელექტრო­ნულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ფარ­თო მას­შტა­ბით გა­მო­ი­ყე­ნებს და სწო­რედ ამი­ტომ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეტა­პი.

„სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია მზად არის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით, გამჭვირ­ვა­ლედ და მა­ღალ პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე გა­უ­წი­ოს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა 29 აპ­რი­ლის არ­ჩევ­ნებს. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ყვე­ლა ჩარ­თულ მხა­რეს შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი წვლი­ლის შე­ტა­ნა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით წარ­მარ­თვა­ში. სწო­რედ ამი­ტომ, უპირ­ვე­ლე­სად, მო­ვუ­წო­დებთ ამომ­რჩევ­ლებს, იაქ­ტი­უ­რონ, მო­ვიდ­ნენ არ­ჩევ­ნებ­ზე, გა­ა­კე­თონ არ­ჩე­ვა­ნი და ნა­ხონ, რო­გორ მუ­შა­ობს სა­არ­ჩევ­ნო ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. ასე­ვე მივ­მარ­თავთ ჩარ­თულ მხა­რე­ებს – პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, ად­გი­ლობ­რივ არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, მე­დი­ას – მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პრო­ცეს­ში, და­აკ­ვირ­დნენ არ­ჩევ­ნებს და ჩვენ­თან ერ­თად ჩა­ერ­თონ ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნერგვა­ში. სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხომ არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა მხა­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ჩვენ ერ­თად უნდა შე­ვუ­წყოთ ხელი ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით არ­ჩევ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ჩა­ტა­რე­ბას, რად­გან არ­ჩევ­ნე­ბი სა­ერ­თო საქ­მეა.

შუ­ა­ლე­დუ­რი და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი 10 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ამომ­რჩევ­ლე­ბი აირ­ჩე­ვენ: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ფოთი-სე­ნა­კი-ხო­ბის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატს, გურ­ჯა­ა­ნის, თი­ა­ნე­თის, ახალ­ცი­ხის, ტყი­ბუ­ლის, ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტებს, ასე­ვე ცა­გე­რი­სა და თერ­ჯო­ლის მე­რებს.

სულ გა­იხ­სნე­ბა 165 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი. ამომ­რჩე­ველ­თა ვე­რი­ფი­კა­ცი­ის, ხმის მი­ცე­მი­სა და დათ­ვლის აპა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კენ­ჭისყრა 117 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ჩა­ტარ­დე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამომ­რჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 91% მი­ი­ღებს. აქვე მინ­და ამომ­რჩევ­ლებს შე­ვახ­სე­ნო, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნიც – ამ შემ­თხვე­ვა­ში ამომ­რჩე­ველ­მა კი არ უნდა შე­მო­ხა­ზოს სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტის ნო­მე­რი, არა­მედ უნდა გა­ა­ფე­რა­დოს კან­დი­და­ტის წინ არ­სე­ბუ­ლი წრე. ხმის მთვლე­ლი აპა­რა­ტი ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში ით­ვლის ხმებს და კენ­ჭისყ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თა­ნა­ვე ბეჭ­დავს კენ­ჭისყ­რის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ამო­ნა­წერს. რაც, რა თქმა უნდა, ნიშ­ნავს, რომ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბა წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის დრო.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ, 48 სა­არ­ჩევ­ნო უბანს, (მათ შო­რის არის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გახ­სნი­ლი ერთი უბა­ნიც) აღ­ნიშ­ნულ უბ­ნებ­ზე კენ­ჭისყრა ამ დრომ­დე არ­სე­ბუ­ლი წე­სით ჩა­ტარ­დე­ბა, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი გა­ციფ­რულ­დე­ბა, შე­სა­ბა­მის პლატ­ფორ­მა­ზე აიტ­ვირ­თე­ბა და ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის­თვის.

აქვე მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტე­ბი არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტის ქსელ­თან და შე­სა­ბა­მი­სად კი­ბერ­ჩა­რე­ვის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს.

სი­ახ­ლეა გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თით სარ­გებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც – პირ­ვე­ლად ამ არ­ჩევ­ნებ­ზე, ის ამომ­რჩევ­ლე­ბიც გა­ივ­ლი­ან მარ­კი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რას, რომ­ლე­ბიც გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თის გა­მო­ყე­ნე­ბით მის­ცე­მენ ხმას.

ამას­თან, უნდა აღი­ნიშ­ნოს რომ გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და სან­დო­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ხე­ლით დათ­ვლა. სწო­რედ ამის შემ­დეგ შედ­გე­ბა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბი, რო­მე­ლიც დას­კა­ნერ­დე­ბა პლან­შე­ტით და გა­მო­იგ­ზავ­ნე­ბა პირ­და­პირ ცეს­კო­ში.

რე­გის­ტრი­რე­ბულ ამომ­რჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­სა­ბა­მის მა­ჟო­რი­ტა­რულ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებ­ში, ათი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 185 056-ია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის მიზ­ნით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვე­ბელ­თა უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბა – 12 ქვეყ­ნის სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სა­ელ­ჩო­ე­ბის 55 სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვე­ბე­ლი. არ­ჩევ­ნებს ასე­ვე და­აკ­ვირ­დე­ბა სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის 258 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, 22 ად­გი­ლობ­რი­ვი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 457 დამ­კვირ­ვე­ბე­ლი. სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს გა­ა­შუ­ქებს 19 მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 353 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მრა­ვა­ლე­ტა­პი­ა­ნი სწავ­ლე­ბა გა­ი­ა­რეს შე­სა­ბა­მი­სი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის წევ­რებ­მა და ისი­ნი სრუ­ლად არი­ან მზად ამომ­რჩევ­ლებს მა­ღალ პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე მო­ემ­სა­ხუ­რონ.

სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი 06:45 სა­ათ­ზე გა­იხ­სნე­ბა. კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­სი კი დი­ლის 08:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. ამომ­რჩე­ველ­მა თან უნდა იქო­ნი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვებს ცეს­კოს კონ­ტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ ამომ­რჩე­ველს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს ვი­დე­ო­ზა­რის მეშ­ვე­ო­ბით.

ასე­ვე მუდ­მივ რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ვებს მე­დი­ა­ცენ­ტრი, სა­დაც მე­დი­ას და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თულ მხა­რე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე“, – გა­ნა­ცხა­და ნა­თია იო­სე­ლი­ან­მა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში
ახალი ამბები

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში

17:14 07-16-2025
თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

15:49 07-16-2025
თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს
ახალი ამბები

თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს

14:04 07-16-2025
გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია

13:39 07-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved