• რეკლამა
  • კონტაქტი
03:22, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოო და რაც მიქარეთ ახლახან ჩატარებულ არჩევნებში, მოახლოებულში – გამოასწორეთო!”- ხათუნა ლაგაზიძე

ალია ავტორი - ალია
18:42 10-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს:

“მოკლედ, ამერიკის თავდაცვის მდივანმა თქვა: ამერიკას საქართველო ძალიან სჭირდება მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ამ რეგიონშიო, ოღონდო – დემოკრატიული საქართველოო და რაც მიქარეთ ახლახან ჩატარებულ არჩევნებში, მოახლოებულში – გამოასწორეთო! – ეს ჩემი პერიფრაზით. ცოტა უფრო ვრცლად, აგერაა ამონარიდები მისი პრესკონფერენციიდან, ტექსტთან მაქსიმალურად ახლოს.
ძალზედ საინტერესო მესიჯები ამერიკის თავდაცვის მდივნისგან: ჯერ ერთი, ამერიკა იწყებს ახალ პროგრამას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით; თუმცა შესავალ სიტყვაშიც ხაზს უსვამს: საქართველომ უნდაო, ვალდებულიაო გამოიყენოს ამერიკის მხარდაჭერაო დემოკრატიის განსამტკიცებლადო; მერე „იმედის“ კითხვაზე – ჩატარებული რეფორმები რამდენად უწყობს ხელს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებასო, მინისტრი კვლვა უბრუნდება დემოკრატიის თემას და ამბობს: ჩვენმა საელჩომო აღნიშნა პრობლემები არჩევნების ჩატარებისასო, მაგრამ იმედი გვაქვსო, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრებაო.
ავღანეთიდან ჩვენი გასვლაო ამერიკა-საქართველოს სამხედრო ურთიერთობებზე არ აისახებაო, რადგან ეს რეგიონი კრიტიკულია ჩვენთვისო და უსაფრთხოების სფეროში კოოპერაციის სხვადასხვა შესაძლებლობებს ვხედავთო.
აქ აღარ მოვიყვან 3+3-თან დაკავშირებულ შეფასებას, რაზეც დღეს ყველა საუბრობდა.
საინტერესო იყო რომ საქართველოში ვიზიტისას ფოქს-ნიუსის და ამერიკის თავდაცვის მდივნის კითხვა-პასუხი, ჩინეთის სუპერთანამედროვე იარაღს, ჩინური შეიარაღების განვითარებას და ფართოდ რეგიონში ჩინეთის როლსაც შეეხო. ესეც ირიბად იმის დასტური, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და დემოკრატიით, რაც ერთადერთია ჯერ კიდევ, რაც რეგიონის ყველა დანარჩენი ქვეყნისგან გამოგვარჩევს.”

თეგები: ხათუნა ლაგაზიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved