• რეკლამა
  • კონტაქტი
03:03, პარასკევი, 21 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველომ უკვე გაწირა სააკაშვილი, სირცხვილი ნაჭამია – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:09 10-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

„იაზროვნეთ და განსაჯეთ. 10 ოქტომბერს და მერე 11 ოქტომბერს რუსთავის ციხესთან მისულ ადამიანებს თავად ოპოზიცია მოუწოდებდა “ხელისუფლების არ გაღიზიანებისაკენ”ის ადამიანები რომ იქ დარჩენილიყვნენ, მაშინ ვერ მოხდებოდა ის სამარცხვინოება, რუსთავის ციხესთან, რაც მოხდა 16 ოქტომბერს.

ხელისუფლებას სჭირდებოდა დრო, რომ რუსთავის ციხესთან გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. ეს დრო აჩუქეს და ოქროს ლარნაგით მიუტანეს ბიძინას. ნუთუ ამის არდანახვა შეიძლება? რა იყო მიზეზი, რომ ის ათიათასობით ადამიანი ციხისაკენ არ დაიძრა? კარვებით და რამდენიმედღიანი პროვიანტით იყო ხალხი თბილისში ჩამოსული და უკან გააბრუნეს. ნუთუ ვერ აანალიზებთ, თუ რატომ მოხდა ეს? ღმერთო ჩემი, როდის დამთავრდება ეს ზომბირება და გააზრებაზე უარის თქმა? ის, ვინც ბიძინას პერიოდში გამდიდრდა, არასოდეს მოისურვებს ბიძინას სისტემის დაშლას, მისი მიზანია ბიძინას რაც შეიძლება მეტი სალაფავი გამოსთხოვოს.

ამას ხომ უბრალოდ ადამიანური ლოგიკა ესაჭიროება. დღეს გადასარჩენია მხოლოდ ერთი ადამიანის სიცოცხლე, სხვა ყველაფერი ჯერჯერობით გადაურჩენელობის მიღმაა.

რაც შეეხება მეორე ტურს, მოგიწოდებთ, რომ ნუ აირჩევთ ქალაქ თბილისის მერს, მოგიწოდებთ გადახაზოთ ბიულეტენები და ამით დააკანონოთ თბილისის მერი უკანონობა. თუკი დიდი რაოდენობით იქნა ბათილი ბიულეტენი, მერის არჩევნები გამოცხადდება ბათილად.

აი ეს დიდი ძალა აქვს დღესაც თქვენს ხმას, თქვენს მისვლას საარჩევნო ყუთთან. მესმის, რომ ხალხი საკუთარ თავს ვერ გაუწევს ორგანიზებას და ვერ გამართავს მასობრივ დემონსტრაციებს ქუჩაში.

ამიტომაც, ერთადერთი გზა, რომ ყველამ დაინახოს, ქართველ ხალხს არ სურს ბიძინას სისტემა, ესაა უარის თქმა ბიძინას თამაშის წესებზე, მისვლა არჩევნებზე და ბიულეტენების გადახაზვა. ეს არის განაცხადი, ძალა, სტეიტმენტი და ესაა ხმა, რომელიც არ დაიკარგება.

მანამდე კი, ვთხოვ ყველას, მივმართოთ უკრაინის საელჩოებს და უკრაინელ ხელისუფალს, რომ მიშა საააკაშვილის სიცოცხლე იხსნას.

პრობლემა ისაა რომ, სულ ერთია როგორ დადებითადაც არ უნდა განვითარდეს სიტუაცია, საქართველომ მიშა სააკაშვილი უკვე გასწირა და ეს გაწირვის განაჩენი აღსრულდება თუ არა, ეს სხვა, სულ სხვა საქმეა.

ამიტომაც, სირცხვილი უკვე ნაჭამია და თუკი უკრაინელებს არ ვთხოვთ სააკაშვილის ფიზიკურ გადარჩენას, ეს გაცილებით უფრო დიდი სირცხვილი იქნება.

“სირცხვილი ჭამო”, ის კი არაა პრობლემა ამ სირცხვილის ჭამის არაღიარების გამო ამას კიდევ და კიდევ ამატო სირცხვილი სირცხვილზე, აი ესაა ტრაგედია. ვაღიაროთ, რომ შევრცხვით და ვთხოვოთ უკრაინელებს, შეგვიმსუბუქოს ეს გრძნობა. ჩვენთვის მაინც ვთხოვოთ. ყველამ“, – წერს სოციალურ ქსელში გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება
ახალი ამბები

თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება

14:57 11-20-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ

11:50 11-20-2025
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი

17:09 11-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved