• რეკლამა
  • კონტაქტი
14:30, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების შეფასების უმაღლეს საფეხურზეა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ალია ავტორი - ალია
11:21 07-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების შეფასების უმაღლეს საფეხურზეა, და კვლავ ე.წ. პირველ კალათაში ინარჩუნებს ადგილს. 

ანგარიშის მიმოხილვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. უწყების ცბობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

“ანგარიშში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსით სრულად არის კრიმინალიზებული სქესობრივი ტრეფიკინგი და შრომითი ტრეფიკინგი, რომელთა ჩადენისთვისაც გათვალისწინებულია ადეკვატური მკაცრი სასჯელი. ანგარიშში წარმოდგენილია გამოძიებული საქმეების, სისხლისსამართლებრივი დევნის, განაჩენების სტატისტიკური მონაცემები.

ანგარიშში პოზიტიურადაა აღნიშნული, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს რამდენიმე სპეციალიზებული ანტი-ტრეფიკინგული დანაყოფი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში მოქმედი ექვსი მობილური დანაყოფი. ასევე, ხაზგასმულია აჭარის რეგიონში სპეციალისტთა ჯგუფის „TASK FORCE” ფუნქციონირება სპეციალიზებული გამომძიებლებისა და პროკურორების მონაწილეობით. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მობილური ჯგუფები და სპეციალისტთა ჯგუფი პროაქტიულად ახდენენ ტრეფიკინგის საქმეების გამოძიებას და სხვადასხვა მაღალი რისკის მქონე დაწესებულებების ინსპექტირებას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიციის ყველა კურსანტს აქვს გავლილი ტრეფიკინგის საკითხებზე საბაზისო ტრენინგები, ხოლო გამომძიებლები, მესაზღვრეები, პროკურორები, შრომითი ინსპექტორები და მოსამართლეები კი რეგულარულად გადიან ტრეფიკინგის საკითხებზე ტრენინგებს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ანგარიშში პოზიტიურადაა აღნიშნული ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით ერთობლივი ანალიზის ჯგუფის შექმნის შესახებ ესპანეთთან გაფორმებული შეთანხმება და ქართული წარმომავლობის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით პოლიციის ორი ოფიცრის საფრანგეთში ექვსთვიანი ვადით მივლენა.

ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ახდენს ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ანგარიშში, ასევე ნათქვამია, რომ ტრეფიკინგის სავარაუდო ნიშნების დადგენის მიზნით მობილურმა ჯგუფებმა და სპეციალიზებულმა ჯგუფმა განახორციელეს დაუცველ სექტორებში მომუშავე პირთა გადამოწმება. ამავე მიზნით, ხდება საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში დეპორტირებული პირების გადამოწმება საერთაშორისო აეროპორტებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.

სახელმწიფოს მხრიდან ჩატარებული პრევენციული ღონისძიებებიც შეფასებულია პოზიტიურად, მათ შორის, ხაზგასმულია შინაგან საქმეთა სამინისტროში ცხელი ხაზის არსებობა, სადაც შესაძლებელია ტრეფიკინგთან დაკავშირებით ზარების განხორციელება.

ტრეფიკინგის ტენდენციად კვლავ ნარჩუნდება შუა აზიის ქვეყნებიდან ქალთა ყალბი დაპირებებით ჩამოყვანა და შემდგომ მათი სექსუალური ექსპლუატაცია საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს გავლით, მეზობელ ქვეყნებში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეები ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან იმ ქვეყნებში, სადაც ისინი შრომითი მიგრაციით მიემგზავრებიან.

ტრადიციულად, ანგარიშს თან ახლავს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის და მსხვერპლთა დაცვის გაუმჯობესების მიზნით,”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved