• რეკლამა
  • კონტაქტი
02:43, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო, შესაძლოა, 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის უმაღლესი რანგის, ფრირაიდის მსოფლიო ტურის მასპინძელი ქვეყანა გახდეს

ალია ავტორი - ალია
12:39 09-19-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

საქართველო, შესაძლოა, 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის უმაღლესი რანგის, ფრირაიდის მსოფლიო ტურის მასპინძელი ქვეყანა გახდეს.

როგორც მთის ტრასების სააგენტოს (MTA) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს ფრირაიდის მიმართულების საერთაშორისო დელეგატები ეწვივნენ. დელეგატებმა მოინახულეს სვანეთი და ადგილზე დაათვალიერეს ის შესაძლო არეალები, სადაც შესაძლებელია თუ არა ჩატარდეს უმაღლესი რანგის, ფრირაიდის მსოფლიო ტური.

„ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს, როგორც თხილამურებით, ასევე სნოუბორდით. საქართველომ კურორტ თეთნულდზე, უკვე ორჯერ უმასპინძლა ფრირაიდის საკვალიფიკაციო ეტაპებს, მასში 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. წარმატებულად ჩატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობა საერთაშორისო ექსპერტების ყურადღება. საქართველო შესაძლოა გახდეს უმაღლესი რანგის, ფრირაიდის მსოფლიო ტურის მასპინძელი ქვეყანა, 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის“, – ნათქვამია ინფორმაციაშია.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ ანესში სექტემბრის ბოლოს, ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გახდება ცნობილი.

„ჩვენ აქ ვიმყოფებით თანამშრომლობის ფარგლებში, ქართულ სტუმართმოყვარე მასპინძელ გუნდთან, რათა ჩავატაროთ მთის ინსპექტირება და შევაფასოთ მისი პოტენციალი მოსალოდნელი ფრირაიდის მსოფლიო ტურის შეჯიბრების წინ. საქართველო გვთავაზობს ფანტასტიკურ მთებს, ძალიან კარგი თოვლით. და ახლა, ჩვენ აღმოვაჩინეთ არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობა. ვიმედოვნებთ, შევძლებთ გამოვაცხადოთ, რომ საქართველო შეუერთდება ფრირაიდის მსოფლიო ტურის დიდ ოჯახს, ამ ექსკლუზიურ კლუბს“,- განაცხადა ფრირაიდის მსოფლიო ტურის დამფუძნებელმა, ნიკოლას ჰეილ-ვუდსმა.

მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის ირაკლი ბურჭულაძის თქმით, ფრირაიდის მსოფლიო ტური 300 მლნ მაყურებელს ფარავს.

„აღნიშნული ღონისძიება უმნიშვნელოვანესი იქნება ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის. საქართველო მსოფლიო რუკაზე შესაძლოა კიდევ ერთხელ მოინიშნოს ახალი მიმართულებით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით“, – განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved