• რეკლამა
  • კონტაქტი
12:31, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოსთვის ხმის მიცემა, ეს იქნებოდა ხმის მიცემა ომისთვის…” – საქართველოზე კამათი სენატში

ალია ავტორი - ალია
15:35 01-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ქვეყნის პირველი დიპლომატის პოსტზე შერჩეული კანდიდატი ენტონი ბლინკენი სამშაბათს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე წარდგა. სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნისთვის ბლინკენს კომიტეტის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცება სჭირდება. სიტყვით გამოსვლისას ბლინკენმა მომავალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებზე ისაუბრა და სენატორების შეკითხვებს უპასუხა.

რესპუბლიკელმა სენატორმა კენტუკის შტატიდან, რენდ პოლმა, რომელიც ნატოს ღია კარის პოლიტიკას უკვე წლებია ეწინააღმდეგება, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს საქართველოს ნატოში წევრობის შესახებაც კითხვა. ბლინკენმა განაცხადა, რომ ის საქართველოს წევრობას ემხრობა, თუ „ქვეყანა წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს“.ასევე ნახეთ:”სტუმარი ღვთისაა” – “რასაცა გასცემ, შენია – რას არა, დაკარგულია” – ენტონი ბლინკენი​ს განცხადებები

გთავაზობთ დიალოგს სენატორსა და მომავალ ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს შორის:

რენდ პოლი: „თქვენ მოუწოდებდით ნატოს გაფართოებისკენ. კვლავ უჭერთ მხარს ნატოში საქართველოს შეყვანას?“

ტონი ბლინკენმა მას უპასუხა, რომ „თუ ქვეყანა, როგორიც საქართველოა, წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს, დიახ, კარი ღია უნდა დარჩეს.“

რენდ პოლი: „ანუ თქვენ ეს წარმატებით რომ გამოგსვლოდათ, ახლა რუსეთთან ომი გვექნებოდა.“

ტონი ბლინკენი: „სიმართლე გითხრათ, საწინააღმდეგოს ვფიქრობ. როცა საქმე ნატოს წევრობას ეხება, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ნატოში არ არიან და [უსაფრთხოების] ქოლგის ქვეშ არ არიან მოქცეული. ეს აჩვენებს იმას თუ რატომ არ ესხმის თავს რუსეთი [ნატოს წევრებს].

რენდ პოლი: “ეს [ალიანსს ] საქართველოს, [წევრად] დაამატებდა, რომელიც ოკუპირებულია და მეხუთე მუხლის მიხედვით, ჩვენ ომში ჩავერთვებოდით.“

ტონი ბლინკენი: „კიდევ ერთხელ, მე ვფიქრობ, ჩვენ წარსულში ვიხილეთ, რომ ქვეყნები რომლებიც ნატოს წევრებიან არიან, რუსეთის აგრესიის ასეთი სამიზნე არ ყოფილან.“

რენდ პოლი: “ეს 20 წლის წინ შეიძლება საფუძვლიან არგუმენტად მიგვეღო. დღეს კი რუსეთს საქართველოს ნაწილი ოკუპირებული აქვს და არაპირდაპირ, მხარდაჭერილი ადგილობრივი ძალებით ოკუპირებული აქვს უკრაინის ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანის ნატოში შეყვანა არა მხოლოდ პროვოკაციული ნაბიჯია, არამედ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, თუ რა იქნება შემდეგი. იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს ვალდებულება ნატოს მოკავშირეები დავიცვათ, ეს იქნებოდა ხმის მიცემა ომისთვის. მე საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხმას არ მივცემდი. არავითარ შემთხვევაში, თუ იმისთვის მზად არ ვართ, რომ ჩემი ან თქვენი შვილები წავიდნენ საომრად საქართველოში.”

„ჩვენს გარშემო რთული დაპირისპირებები, ომები და ოკუპაციებია. და ვფიქრობ ამ საკითხებზე უნდა დავფიქრდეთ. თითოეულ პროვოკაციას მოსდევს პასუხი. ვაკუუმში ამას ვერ განვიხილავთ. ზოგჯერ ამბობენ „არ მაღელვებს რას ფიქრობს რუსეთი,“ „არ მაღელვებს რას ამბობს თეირანი.“ თუ ჩვენს მტრებს იმდენად ვერ ვუგებთ, რომ გვესმოდეს, როგორ გვიპასუხებენ ისინი, ვფიქრობ ჩვენს საქმეს სწორედ არ ვაკეთებთ.“

ტონი ბლინკენი: „გეთანხმებით.“

ბლინკენმა დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინის შეკითხვასაც უპასუხა, რომელიც რუსეთს ეხებოდა. სენატორმა მას ჰკითხა, თუ როგორ გააგრძელებს ახალი ადმინისტრაცია ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე ზეწოლას.

ტონი ბლინკერი:

„გასაოცარია, როგორ ეშინია ვლადიმირ პუტინს ამ ერთი ადამიანის. ეს ბევრის მთქმელია. ვფიქრობ, ბატონი ნავალნი არის მილიონობით რუსის ხმა და მათი ხმა უნდა იყოს გაგონილი რუსეთში. ბატონი ნავალნის გაჩუმებით, ამ ხმის გაჩუმების მცდელობა არის ის, რასაც მტკიცედ ვგმობთ. ჩვენ ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობდით და გავაგრძელებთ ამის კეთებას. უფრო ფართო კონტექსტში კი, რუსეთის მიერ სხვადასხვა ფრონტზე შექმნილი გამოწვევები, ასევე გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებს და ეს საკითხი მომავალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში უმთავრეს საკითხებს შორისაა,“

​ბლინკენი 58 წლის გამოცდილი დიპლომატია. მას რამდენიმე ადმინისტრაციის პერიოდში სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა ეკავა. 2013 – 2015 წლებში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო, შემდეგ 2 წლის განმავლობაში კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი მუშაობდა სენატში და სხვა უწყებებში

ამერიკის ხმა

თეგები: აშშ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება

17:36 11-27-2025
5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება

17:15 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved