ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ აშშ-ს წახალისებით დაიწყო. ამის შესახებ მან რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ სოლოვიოვისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“საქართველო ოსეთს თავს არასდროს დასხმია. იქ იყო ამერიკის წაქეზებული შეშლილი და მის გვერდით მყოფები, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს”, – თქვა ლუკაშენკომ ინტერვიუში.
აქამდე, სოლოვიოვმა 2008 წლის აგვისტოს ომს ორ მართლმადიდებელ ქვეყანას შორის ძმათამკვლელი ომი და ტრაგედია უწოდა.
ლუკაშენკოს თქმით, ის ერთმანეთისგან ყოფს ქართველ ხალხსა და მმართველ რეჟიმს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ალექსანდრ ლუკაშენკოს მიხეილ სააკაშვილი მსგავსი ტერმინით არ მოუხსენიებია.
წყარო: ტაბულა
კომენტარები