• რეკლამა
  • კონტაქტი
18:34, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საქართველო კვლავ გვართმევს ტალანტებს” – რუსეთში მცხოვრები 13 წლის ქართველი მოციგურავე საქართველოს ნაკრებს უერთდება

ალია ავტორი - ალია
11:29 08-12-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
694

“რადიო თავისუფლების” ცნობით, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებს 13 წლის ინგა გურგენიძე უერთდება. ის ამჟამად ოჯახთან ერთად რუსეთში, ქალაქ ყაზანში ცხოვრობს. გამოცემის ცნობით, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად საჭირო პროცედურები უკვე გაიარა და რამდენიმე კვირაში დებიუტიც ექნება.

ქართველი მოციგურავის გადაწყვეტილებამ რუსეთში ბევრი ადამიანი გააღიზიანა: „საქართველო კვლავ გვართმევს ტალანტებს”, ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ერთერთი რუსული გამოცემა.

„საქართველოს ნაკრების რიგები რუსეთიდან კიდევ ერთი მოციგურავით შეივსო. ინგა გურგენიძე 13 წლისაა, მას უკვე შეუძლია ახალგაზრდულ საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამოსვლა და… არავინ იცის, მიეცემოდა ამის შანსი, რუსეთში რომ დარჩენილიყო. საქართველოში გადასვლით კი მას რეალურად შეუძლია, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლოს და სამომავლოდ ნაკრების ლიდერიც გახდეს“ – დაწერა რუსულმა სპორტულმა გამოცემამ.

ინგა გურგენიძემ გასულ წელს ყაზანის საქალაქო პირველობაში მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონი გახდა. ამასთან, რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტ მაკა გიორგობიანის განცხადებით, ინგა გურგენიძის დებიუტი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთ თვეში შედგება. 13 წლის სპორტსმენს საერთაშორისო გამოცდილება ჯერ არ აქვს და მისთვის სარეიტინგო ქულების ათვლა, სწორედ შემოდგომის გრან პრის ეტაპებიდან დაიწყება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved