• რეკლამა
  • კონტაქტი
15:04, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო ევროპული მომავლისთვის იბრძვის – BBC

ალია ავტორი - ალია
11:44 10-25-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
426

„ქართველებმა ყველაფერი იციან რუსეთის მიერ წარმოებული ომების შესახებ. უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთის არმიამ 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში ხუთდღიანი ომი დაიწყო. ქალაქი გორი დაიბომბა, ხოლო გორის ჩრდილოეთით, სოფელ შინდისში სასტიკი ბრძოლის შედეგად, სადგური განადგურდა და რკინიგზამ ფუნქციონირება დაკარგა.
ქვეყნის ოთხი ოპოზიციური ჯგუფი 26 ოქტომბერს მნიშვნელოვანი არჩევნების მოლოდინშია, (მათი თქმით, ქართველები გააკეთებენ არჩევანს რუსეთსა და ევროპას შორის) მათი მიზანია დაასრულონ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობა, რომელსაც ისინი რუსეთისკენ მიმავალ გზაზე დაბრუნებაში ადანაშაულებენ. ოპოზიციას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შეფერხებული ინიციტიავის განხორციელება სურს,“ – წერს BBC-ი.

„ამ ქუჩებში ჩვენ რუსები გვახსოვს. მთავრობა ამას ცუდად იყენებს და ხალხის ემოციებზე თამაშობს, რადგან მას ხელისუფლებაში დარჩენა უნდა”, – თქვა მინდია გოდერძიშვილმა, რომელიც გორში ოპოზიციური ჯგუფის “კოალიცია ცვლილებებისთვის” კამპანიას აწარმოებს.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი დამფუძნებელი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ მშვიდობის პარტიაა, ხოლო ოპოზიციას, რომელსაც მხარს გაურკვეველი “გლობალური ომის პარტია” უჭერს მხარს, საქართველოს ომში ჩათრევა სურს.

„არ მგონია, რომ დღეს ვინმეს შეუძლია საქართველო უსაფრთხოების გარანტიით უზრუნველყოს. ჩვენ არ ვართ ნატოს წევრები და არ ვართ ამ ქოლგის ქვეშ გაერთიანებულნი. 2008 წლის ომი არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო“, – განუცხადა BBC-ის საქართველოს პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა.

„ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ჰპირდება მოსახლეობას, რომ 2030 წლისთვის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, თუმცა ეს დაპირება, სულელურად ჟღერს იმ დროს, როდესაც ევროკავშირმა ეს პროცესი შეაჩერა “უცხოური გავლენის“ კანონის მიღების გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის უამრავ მედიასა და არასამთავრობო ჯგუფს. ამას ემატება ბოლო კანონი, რომელიც ეხება საქართველოში ლგბტ პირების უფლებებს და ამომრჩეველთა დაშინებას, და გასაკვირი არ არის, რომ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ „დაახლოების ნაცვლად, საქართველო ევროკავშირს შორდება“.

პროდასავლელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღიად მოუწოდა ქართველებს მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც ემხრობიან მის გეგმას ერთწლიანი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნის შესახებ. თავის მხრივ, ივანიშვილმა წინასაარჩევნო პირობა დადო, რომ „გააუქმებს მთავარ ოპოზიციურ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე მათ მიერ განხორციელებული მოღალატეობრივი ქმედებების გამო.
როგორც BBC-ი წერს, შინდისელი 30 წლის ამომრჩევლის ალექსანდრესთვის ის აზრი, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო, “აბსურდია”. მისი თქმით, „ჩემი ასაკის ადამიანების უმეტესობამ დატოვა ქალაქი, რადგან აქ განვითარების შესაძლებლობები არ არსებობს. უმჯობესია, მთავრობა სარკინიგზო ხაზის აღორძინებასა და რუსული მცოცავი ოკუპაციისგან ქართველების დაცვაზე ფოკუსირდეს“.

ოპოზიციის მომხრე გორელების განცხადებით, ზოგიერთი ამომრჩეველი საბჭოთა პერიოდის მიმართ სიყვარულს ინარჩუნებს, მაგრამ ადამიანების უმეტესობამ აზრი შეიცვალა. ფართო კონსენსუსი აქ [გორში] და, საქართველოს მასშტაბით, გულისხმობს, რომ მათი მომავალი ევროკავშირშია და არა მის ფარგლებს გარეთ. ნაკლებად ნათელია, თუ ვინ მისცემს ამომრჩევლებს ამ შანსს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved