• რეკლამა
  • კონტაქტი
02:11, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს ევროპაში – Associated Press

ალია ავტორი - ალია
11:41 10-25-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
119

სამხრეთ კავკასიის ამ 3,7 მილიონიან ქვეყანაში ბევრს სჯერა, რომ არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მათ ცხოვრებაში, გადამწყვეტი ხმა ევროკავშირში გაწევრიანების შანსზე, არჩევნებში ოპოზიციური პარტიების კოალიცია უპირისპირდება „ქართულ ოცნებას“, რომელიც 2012 წლიდან მზარდი ავტორიტარული გზით მართავს, – ამის შესახებ აღნიშნულია Associated Press-ის სტატიაში სათაურით: „საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც ევროპაში მის მომავალს განსაზღვრავს“.

გამოცემა წერს, რომ გამოკითხვები მიუთითებს, რომ ქართველების დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და კონსტიტუცია ავალდებულებს ლიდერებს როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში გაწევრიანებას.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ივლისში, ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირში შესვლის წინადადება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „უცხოური გავლენის კანონი“, რომელიც შექმნილია რუსეთის მსგავსი კანონმდებლობის მოდელით და ის მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა არაკომერციულ ჯგუფებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი“, თუ ისინი იღებენ თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან.

„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ეს საჭიროა მავნე უცხოელი აქტორების შესაჩერებლად, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას. ბევრი ჟურნალისტი და აქტივისტი ამბობს, რომ მისი ნამდვილი მიზანი მათი სტიგმატიზაცია და არჩევნებამდე დებატების შეზღუდვაა“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა 2012 წელს, მან პირობა დადო, რომ აღადგენდა სამოქალაქო უფლებებს და „გადატვირთავდა“ ურთიერთობებს მოსკოვთან.

„პარტია, რომელიც ჩრდილოვანმა მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დაარსა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა, მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანებას დაჰპირდა. მაგრამ შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო მოსკოვისკენ სვლა: მასობრივი პროტესტის მიუხედავად, უცხოური გავლენის კანონის მიღება, უკრაინაში ომის გამო რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციებისგან თავის შეკავება და ლგბტქ+ უფლებების მკვეთრი შეზღუდვა“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ არჩევნების წინ, მმართველი პარტიის სარეკლამო კამპანიის რეკლამა აცხადებს, რომ „გლობალური ომის პარტია“ ცდილობს გავლენა მოახდინოს ევროკავშირსა და აშშ-ზე, გააფართოვოს კონფლიქტი უკრაინაში და „ქართული ოცნებას“ ძალაუფლება ჩამოართვას. ასევე გამოჩნდა ბილბორდები, რომლებიც უკრაინაში ნგრევის ამსახველ შავ-თეთრ სურათებს უპირისპირებს საქართველოს ცხოვრების ფერად სურათებს, სლოგანთან ერთად: „უთხარი არა ომს – აირჩიე მშვიდობა!“.

„ბევრი ქართველი შიშობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ამან შესაძლოა მთლიანად გაანადგუროს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები“, – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved