საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დღეს “ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი” გახსნა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით წელს პირველად გაიმართა და განაცხადა:
“ჩვენი რეგიონი აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს და კომუნიკაციისა და ვაჭრობის ჰაბს წარმოადგენს. საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუნძულია. პანდემიის მიუხედავად ქართველი ხალხი მტკიცეა და მიუხედავად გლობალური ეკონომიკური ვარდნისა, საქართველოს ეკონომიკა, რომელსაც ათასობით კრეატიული სტარტაპი აქვს და უამრავი ახალგაზრდა ინოვატორი მეწარმე ჰყავს, კვლავ აღდგება თქვენი მონაწილეობით”
კომენტარები