• რეკლამა
  • კონტაქტი
17:00, ორშაბათი, 15 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო-ალბანეთი მატჩის გამო, ტრანსპორტი ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს

ალია ავტორი - ალია
14:13 10-13-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
326

თბილისის მერიის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის მატჩის გამო, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი კი გვიანობამდე იმუშავებს.

ღია ჩვენების გამო,13 ოქტომბრის 12:00 საათიდან 15 ოქტომბრის 14:00 საათამდე, რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება.

თბილისის მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი 15 ოქტომბრის 02:00 საათამდე იმოძრავებენ.

“ქართველი გულშემატკივრებისთვის 14 ოქტომბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.

დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 13 ოქტომბრის 12:00 საათიდან 15 ოქტომბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს.

რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, გადაადგილებას შეძლებენ კვლავ რუსთაველის გამზირისკენ, ასევე, იმოძრავებენ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე, ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, კვლავ კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით; N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

გარდა ამისა, მატჩის დასრულების შემდეგ, პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. კერძოდ, ავტობუსები: N301, N306,N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397, 15 ოქტომბრის 02:00 საათამდე იმოძრავებენ. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.

უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება,” – წერია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved