• რეკლამა
  • კონტაქტი
03:06, ოთხშაბათი, 19 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქ­მე­ში დევს ჩემს კა­ბა­ზე არ­სე­ბუ­ლი მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლე­ბი, მაბ­რა­ლებს, რომ აქეთ ვი­ძა­ლა­დე მას­ზე” – თამთა თოდაძე

ალია ავტორი - ალია
17:06 02-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა თამ­თა თო­და­ძემ, რო­მე­ლიც საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფილ დე­პუ­ტატს ილია ჯიშ­კა­რი­ანს სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და:

“დღეს მო­ვის­მი­ნე ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნის მიერ შე­თხზუ­ლი, სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი რე­ა­ლო­ბა. მის მიერ მა­ნამ­დე მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა გან­სხვავ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბი­სა­გან, რაც ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი და­კი­თხვის პრო­ცე­სის და­ხურ­ვას, ჩემი და­კი­თხვა დავ­ხუ­რე არ­სე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი ფო­ნის გამო, ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­და­ვი­ტა­ნე იმ პე­რი­ოდ­ში, ყვე­ლაფ­რის ხე­ლახ­ლა გახ­სე­ნე­ბა და ის ფაქ­ტი, რომ ჯიშ­კა­რი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და დარ­ბაზ­ში ჩემ­თვის არ იყო მარ­ტი­ვი. თუმ­ცა, ამ პრო­ცე­სის აუ­დი­ო­მა­სა­ლა არ­სე­ბობს, მო­სა­მარ­თლე იქ იყო და ის­მენ­და ყვე­ლა­ფერს. მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი­სა­გან მო­ვის­მი­ნე გან­ცხა­დე­ბა თით­ქოს ავიხ­ლარ­თე რა­ღა­ცებ­ში და პრო­ცე­სი იმი­ტომ დავ­ხუ­რე, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. მზად ვარ ჩემი და­კი­თხვის აუ­დი­ო­მა­სა­ლა გა­სა­ჯა­როვ­დეს, მე არა­ფე­რი არ მაქვს და­სა­მა­ლი, ის ფაქ­ტი, რომ ამ ადა­მი­ან­მა ჩემ­ზე იძა­ლა­და, მო­რა­ლუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ცალ­კე სი­მარ­თლეა, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად და­ვამ­ტკი­ცებ.

საქ­მე­ში დევს უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მათ შო­რის ჩემს კა­ბა­ზე არ­სე­ბუ­ლი მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლე­ბი, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზა ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე. ის ფაქ­ტი, რომ მე მას ვურ­ტყამ­დი, სრუ­ლი აბ­სურ­დია, ადა­მი­ა­ნი მაბ­რა­ლებს, რომ ალ­კოჰო­ლიზ­მის სინ­დრო­მი მქონ­და, აქეთ და­ვეს­ხი თავს და ვი­ძა­ლა­დე მას­ზე. თუ ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნი არ იქ­ნე­ბო­და, აუ­ცი­ლებ­ლად ვნა­ხავ­დი მის გა­რე­შეც სამ­სა­ხურს.

გავ­დი­ო­დი ფსი­ქო­ლოგ­თან რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას იმ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, რაც მოხ­და. ძა­ლი­ან დიდი ტრავ­მა მო­მა­ყე­ნა ამ ადა­მი­ან­მა. მას სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბაც რომ მი­უ­სა­ჯონ ტკი­ვილს ვე­რა­ფე­რი ვერ წა­მიშ­ლის, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო გა­მოც­დი­ლე­ბაა, მაგ­რამ სა­მარ­თალ­მა უნდა იზე­ი­მოს. ჩემი მო­ლო­დი­ნია, რომ დად­გე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი გა­ნა­ჩე­ნი და რა­საც ეს მუხ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამ ადა­მი­ა­ნის მი­მართ“

ცნო­ბის­თვის, ის­ნის რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფილ მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ ილია ჯიშ­კა­რი­ანს, 2019 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, მისი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ბი­უ­როს სპე­ცი­ა­ლის­ტის, თამ­თა თო­და­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა.

ჯიშ­კა­რი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და.

თეგები: თამთა თოდაძეილია ჯიშკარიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

15:53 11-18-2025
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup გრძელდება

11:46 11-18-2025
Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება

10:42 11-18-2025
ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
ახალი ამბები

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში

17:19 11-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved