პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. საკითხი კენჭისყრაზე კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დააყენეს.
სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შალვა ნათელაშვილისგან განსხვავებით, ელენე ხოშტარიას თავად არ სურს საპარლამენტო საქმიანობა და მანდატის შეწყვეტას თავად ითხოვს.
ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი 14-18 თებერვლის კვირაში პლენარულ სხდომას წარედგინება. გადაწყვეტილების მიღებას პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება.
დღესვე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ელენე ხოშტარიას საკითხის განხილვამდე შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელა. კომიტეტს მიაჩნია, რომ ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
კომენტარები