• რეკლამა
  • კონტაქტი
09:33, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად მძიმედ დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 42 თანამშრომელი – შსს

ალია ავტორი - ალია
19:56 11-30-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ყველა შეკრება-მანიფესტაციის დროს არიან მობილიზებულნი და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

„გვსურს საზოგადოებას, კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია, ბოლო დღეებში, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ.

როგორც საზოგადოებამ ნათლად იხილა, საპროტესტო აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში.

დეტალურად მივყვეთ აქციის მონაწილეთა ქმედებებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების ქრონოლოგიას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ყველა შეკრება-მანიფესტაციის დროს არიან მობილიზებულნი და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

საპროტესტო აქციის დაწყების შემდეგ, საპოლიციო ძალები განლაგდნენ ჩიტაძისა და პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმგვარად, რომ შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს, საშუალება ჰქონდათ მშვიდ ვითარებაში,
თავისუფლად გამოეხატათ პროტესტი.

მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარედ და დაიწყეს პროვოკაციული ქმედებების განხორციელება, რაც გამოიხატა პოლიციის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში. ასევე, აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან და ჩიტაძის ქუჩაზე მყოფ პოლიციელებს ესროდნენ ქვებს, შუშის
ბოთლებს, პიროტექნიკას, სხვადასხვა რკინის საგანს, კვერცხებს, საღებავებს, პოლიციელებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, რამდენიმე პოლიციელმა სხვადასხვა, მათ შორის, მძიმე სახის დაზიანება მიიღო.

სიტუაციის დეესკალაციისა და სამართალდამცველთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ჩაენაცვლებინა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური აღჭურვილობის მქონე თანამშრომლებით, თუმცა სამართალდამცველთა მიმართ ძალადობრივი ქმედებები მაინც გრძელდებოდა საათების განმავლობაში.

პირდაპირი ეთერების საშუალებით, ყველამ ნათლად იხილა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე პარლამენტის შენობის ჭიშკართან და დაიწყო ჭიშკრის ჯგუფური დაზიანება, რომლის სავარაუდო მიზანსაც საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა წარმოადგენდა.

მიუხედავად აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, რომ მათ შეეწყვიტათ ძალადობრივი ქმედებები და პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიან ფორმებში, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აქციის მონაწილეთა დესტრუქციული ქმედებები, საფრთხეს უქმნიდა როგორც პროტესტის მონაწილეთა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

პროტესტის გამომხატველთა ქმედებები, არაერთხელ გასცდა შეკრება-მანიფესტაციის კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში. შესაბამისად, პოლიციის მხრიდან, კანონის შესაბამისად განხორციელდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების გათავისუფლება მოძალადე ჯგუფებისგან.

აღნიშნულის მიუხედავად, ძალადობრივი ჯგუფის წევრები განთავსდნენ რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ წინ, კვლავ აგრძელებდნენ პოლიციის მიმართ აგრესიულ და ძალადობრივ ქმედებებს, რაც გამოიხატა სხვადასხვა
ნივთების და პიროტექნიკის სროლაში.

გარდა ამისა, მოძალადე ჯგუფებმა, ხელოვნურად ჩახერგეს რუსთაველის გამზირი სკამებით, ნაგვის ურნებით, ე.წ. „სკუტერებით“ , მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კაფე-ბარების საკუთრებაში არსებული ინვენტარით და შემდეგ ცეცხლი
წაუკიდეს.

ასევე, დააზიანეს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული, როგორც კერძო ისე მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული ინფრასტრუქტურა, ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებსა და ხის სკამებს.

საზოგადოება ნათლად ხედავდა, რომ ძალადობრივი ჯგუფები მუდმივად აგროვებდნენ დიდი ზომის ქვებსა და სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენებს, პოლიციელებზე თავდასხმის მიზნით. შესაბამისად, პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება და რუსთაველის გამზირზე უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა და ხელოვნურად მოწყობილი ბარიკადებისგან გათავისუფლება. აღნიშნულ პროცესში პოლიციის მხრიდან დაკავებული იქნა 107 პირი.

ორი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად მძიმედ დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 42 თანამშრომელი. ისინი აქციიდან სხვადასხვა დაზიანებით, მათ შორის, დამწვრობებითა და მოტეხილობებით სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დასაშვებ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გაატარებს კანონითმინიჭებულ ყველა ღონისძიებას“, – აღნიშნა დარახველიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved