რუმინეთის პრემიერმინისტრმა, მარჩელ ჩოლაკუ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც სამთავრობო კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნების მეორე ტურში ვერ გადავიდა.
პრემიერმინისტრის თქმით, მისი სოციალ-დემოკრატიული პარტია დატოვებს სამთავრობო კოალიციას, თუმცა პარტიის წევრები, რომლებიც მინისტრთა კაბინეტში არიან, შეინარჩუნებენ თანამდებობეს სანამ საპრეზიდენტო არჩევნები არ დასრულდება.
საბოლოო შედეგების მიხედვით, 4 მაისს გამართულ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა.
სიმიონმა ხმების 40,96% მოიპოვა. მეორე ადგილზე კი ბუქარესტის მერი, დამოუკიდებელი კანდიდატი, ნიკუსორ დენი 20,99%-ით გავიდა.
კომენტარები