• რეკლამა
  • კონტაქტი
22:58, პარასკევი, 27 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საპოლიციო რეპრესია იზრდება: ვითხოვთ შსს-ს მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიების დაწყებას – SJC

ალია ავტორი - ალია
14:09 02-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

სოციალური სამართლიანობის ცენტრი განცხადებას ავრცელებს:

2025 წლის 2 თებერვალს “თბილისი მოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე დაანონსებული აქციის დროს, საპოლიციო ძალებმა პროტესტის მონაწილეებს მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების საშუალება არ მისცეს, გაურკვეველი გარემოებების საფუძველზე დააკავეს რამდენიმე მათგანი, მათ შორის, პოლიტიკოსები და იძალადეს მათზე.

16:00 საათზე მოქალაქეებმა “თბილისი მოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყეს შეკრება, სადაც საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. 17:00-დან, მათ მარშით შეუერთდა სტუდენტების აქცია, რომელიც პროტესტის ძირითადი ლოკაციისკენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ტერიტორიიდან დაიძრა. მედიისა და აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორი ჯგუფის გაერთიანების შემდეგ, აქციის მონაწილეები მარშით ჯერ საქალაქო სასამართლოს, ხოლო შემდეგ რუსთაველის მოედნის მიმართულებით აპირებდნენ გადაადგილებას.

ადგილზე ვითარება დაახლოებით 17:30-დან დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მარშით გადაადგილება დაიწყეს “თბილისი მოლის” მიმდებარე ტერიტორიისა და ზაჰესის დამაკავშირებელი გზით, საქალაქო სასამართლოს მიმართულებით. დემონსტრანტთა ნაწილმა, მოახერხა გზის სავალი ნაწილის მეორე მხარეს გადასვლა, რის შედეგადაც, აღმაშენებლის ხეივანი რამდენიმე წუთით სრულად ჩაიკეტა პოლიციის კორდონის მიერ. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეთა დიდ ნაწილს პოლიციამ შეუზღუდა როგორც შეკრების, ასევე გადაადგილების თავისუფლება და “თბილისი მოლის” ტერიტორიაზე კორდონში მოაქცია. პოლიციელები პერიოდულად აკავებდნენ მოქალაქეებს, მათ შორის, დააკავეს გიგი უგულავა და ნიკა მელია. ამ დრომდე უცნობია მათი დაკავების ზუსტი საფუძვლები. დაკავების პარალელურად, სოციალურ ქსელებში გავრცელდა პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი კადრები:

    • რამდენიმე შემთხვევაში, მასალებში ჩანს, თუ როგორ უსწორდება აქციის მონაწილეებს ძალოვანთა ჯგუფები. ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში ასახულია როგორ ურტყამს რამდენიმე პოლიციელი წრეში მოქცეულ ადამიანს თავის არეში
    • ერთ-ერთ გავრცელებულ კადრში, სავარაუდოდ, ჩანს როგორ უსწორდებიან პოლიციელები დაკავებულ მოქალაქეებს თეთრ ფურგონში. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსგავს პრაქტიკაზე საუბრობდნენ აქტივისტები 2024 წლის დეკემბერში.
    • “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ კადრებში კი ჩანს, როგორ მიჰყავთ დაკავებული დემონსტრანტი გდდ-ის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილთან, რომელიც მოქალაქეს ფიზიკურად უსწორდება. სხვა კადრებში კი ჩანს, როგორ აგინებს ის აქციის მონაწილეებს მანქანიდან, ხმის გამაძლიერებლის გამოყენებით. გდდ-ის ხელმძღვანელი კიდევ ერთ ეპიზოდში ფიგურირებს, სადაც სპეცრაზმის თანამშრომლებს მოუწოდებს, კამერების თვალწინ არ გაუსწორდნენ ფიზიკურად მოქალაქეს.
    • ზოგიერთ შემთხვევაში, პოლიციელები მოქალაქეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ ან უსაფუძვლოდ აკავებდნენ მათ
    • აქციის მიმდინარეობისას, ხეივანზე მიმავალი მანქანები სოლიდარობას მანქანის სიგნალით გამოხატავდნენ. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში, ჩანს, რომ პოლიციამ მანქანა ალყაში მოაქცია და მის დაზიანებას, ასევე, მძღოლის მანქანიდან გადმოყვანას შეეცადა.
    • პოლიციელები თავს ესხმოდნენ ქალ აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს. ისმოდა მათ მიმართ დისკრიმინაციული, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ფრაზები.
    • დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ მასზე პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა პოლიციის განყოფილებაში იძალადა, კერძოდ, ბორკილდადებულს წიხლი ჩაარტყა.
    • დაკავებები და დემონსტრანტებზე, მათ შორის ქალებზე ძალადობა, გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. პოლიციამ უკანონოდ დააკავა აქციის 5-ზე მეტი მონაწილე სანაპიროზე გადაადგილებისას.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ 5 დაკავებულ აქტივისტს მიღებული დაზიანებებისგან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. აქციაზე, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდა. ტვ “პირველის” ოპერატორიც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ის ერთ-ერთი მოქალაქის დაკავების კადრებს იღებდა, როდესაც პოლიციამ ჭყლეტაში მოაყოლა.

ძალოვანი უწყებების გუშინდელმა ქმედებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დემონსტრაციების დროს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტება და აქციის მონაწილეების მიმართ სასტიკი ანგარიშსწორება უკვე ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა. გუშინ გავრცელებულ კადრებში ჩანდა აბსოლუტურად შეუკავებელი ძალადობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიციის მიერ წესრიგის დაცვასთან და მოქალაქეების დასჯის და მათზე შურისძიების განზრახვით იყო მოტივირებული. გარდა ამისა, განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ პოლიციელები მოქალაქეებს აყენებდნენ შეურაცხყოფას პოლიტიკური თუ სხვაგვარი კუთვნილების გამო. სამართალდამცავი უწყებების ამგვარი იდეოლოგიზება უხეშად არღვევს პოლიციის ნეიტრალიტეტის პრინციპს და  ქმნის სახიფათო ნიადაგს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისთვის.

ამასთან, კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი, რომ ნიღბიანი ძალოვნები, რომლებიც იდენტიფიცირებადიც არ არიან,  რაც, თავის მხრივ, ადამიანის უფლებების სტანდარტების უხეში დარღვევაა, დაუსჯელობის სრული გარანტიით სარგებლობენ. ამ დრომდე, არავინ დასჯილა 28 ნოემბერს დაწყებულ საპროტესტო აქციებზე სისტემური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ასობით ფაქტების გამო. უფრო მეტიც, ამ დრომდე არ არის ცნობილი ინფორმაცია რომელიმე მოძალადე სპეცრაზმელის იდენტიფიცირების შესახებ და უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ დაგეგმილ აქციამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს არ შეკრებილიყვნენ თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან მათი განცხადებით, ამ ტერიტორიაზე გზის გადაკეტვა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ცვლილება, რომლის საფუძველზეც საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები სტრატეგიულ ობიექტად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში[21]ნაჩქარევად, ზუსტად აქციამდე 2 დღით ადრე, 31 იანვარს, მას შემდეგ შევიდა, რაც აქცია უკვე დაანონსებული იყო. ხელისუფლების მიერ გზის გადაკეტვის ამ ფორმით კრიმინალიზება არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს საბაზისო პრინციპს, არ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის და ხელმისაწვდომობის მოთხოვნებს. ამასთან, გზის გადაკეტვის ბლანკეტური აკრძალვა, რომელიც არ ითვალისწინებს შეკრების მონაწილეების რაოდენობას და დემონსტრაციის თანმხლებ გარემოებებს, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განმტკიცებულ შეკრების თავისუფლების სტანდარტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს

საქართველოს გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

– დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე და გამოკვეთონ ხელმძღვანელი პირების, მათ  ზვიად ხარაზიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

– გააკეთოს განცხადება დემონსტრანტების დაკავების საფუძვლების შესახებ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები

თეგები: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება
ახალი ამბები

ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება

13:44 06-27-2025
ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება
ახალი ამბები

ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

11:35 06-27-2025
ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი
ახალი ამბები

ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი

18:38 06-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved