“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ მთავრობის მიერ მასშტაბური შეზღუდვების შემოღება ეპიდემიის შეჩერებაზე მეტად, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
მისი თქმით, “ლოქდაუნის” გამოცხადების მიუხედავდ პროტესტი არ ჩაცხრება.
“ეს “ლოქდაუნი” კიდევ უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის ჩვენს მოსახლეობას. ასე, რომ ჩვენ ვიმსჯელებთ ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის [პარლამენტის] პირველი სხდომის თაობაზეც[…]
საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ასეთი მასშტაბური ლოქდაუნის გამოცხადება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე რეალურად ეპიდემიის შეჩერებას ემსახურება. ასე, რომ გვესმის ყველაფერი, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ქვეყანა არის უმძიმესი კატასტროფის წინაშე დამდგარი და ქვეყანას სჭირდება ამ კრიზისიდან გამოყვანა”, — განაცხადა უდუმაშვილმა.
მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება გუშინ, 26 ნოემბერს, მიიღო.
კომენტარები