• რეკლამა
  • კონტაქტი
22:41, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ 100 მლნ აქტივების მოპარვასთან მაჭავარიანია დაკავშირებული და ის კი არ უნდა გადადგეს, არამედ ციხეში წავიდეს”

ალია ავტორი - ალია
13:53 02-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34


სრული საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ 100 მლნ აქტივების მოპარვასთან მაჭავარიანი დაკავშირებულია და პირდაპირ ვაყენებ საკითხს, რომ ის კი არ გადადგეს თანამდებობიდან, არამედ წავიდეს ციხეში, – ამის შესახებ ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა გედევან ფოფხაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ივანე მაჭავარიანისბრალეულობაზე ფიქრის საფუძველს ის აძლევს, რომ მინისტრს საკომიტეტო მოსმენაზე მოსვლა და საუბარი არ სურს.

“ის საკითხები, რომელზეც დღეს უნდა გვემსჯელა, პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ კორუფციასთან, ჩვენი მოსახლეობის აბუჩად აგდებასა და გაღატაკებასთან. როდესაც ამ საკითხებზე სასაუბროდ მინისტრი არ მოდის კომიტეტის სხდომაზე, ის თავის თავს პირდაპირ აყენებს დამნაშავის როლში, რომ მისი პასუხისმგებლობაა, რაც ხდება. მოპარული 100 მლნ ლარის აქტივები, ტელევიზიების დავალიანების ამოღების გრაფიკი, აზარტულ ბიზნესში მაფიოზური სქემები – ეს ყველაფერი არის იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, რომელიც კომიტეტის სხდომაზე არ მოდის. მაქვს სრული საფუძველი ვთქვა, რომ 100 მლნ აქტივების მოპარვასთან მაჭავარიანი არის დაკავშირებული და პირდაპირ ვაყენებ საკითხს, რომ ის კი არ გადადგეს თანამდებობიდან, არამედ წავიდეს ციხეში. ან არადა მოვიდეს და დაასაბუთოს, რომ ეს ასე არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიჩნევ, რომ მაჭავარიანის ადგილი ციხეშია. ყველა, ვინც მას გადაეფარება და დაიცავს, მისი თანამონაწილეა”, – განაცხადა ფოფხაძემ.

ipn.ge

თეგები: გედევან ფოფხაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved