• რეკლამა
  • კონტაქტი
23:17, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საფრანგეთში სასტიკად მოკლული 25 წლის ალექსი გოგუას მეუღლე ტასო კვარაცხელია : “ნეტა უფრო ადრე შეგხვედროდი, ნეტა ერთად დავბერებულიყავით.შენს ბუთქუნიას უყვარხარ ძალიან, ნუ გეშინია მეც მოვალ შენთან და მერე სულ ერთად ვიქნებით”

ალია ავტორი - ალია
10:22 01-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102

„მეც დამჭრეს, მეც მომკლეს. ალიკა. გუშინ ათი თვე შეგვისრულდა რაც ერთად ვართ, გახსოვს როგორ არ გვჯეროდა და ერთმანეთს ვეკითხებოდით: – შენ ჩემი ცოლი ხარ? – შენ ჩემი ქმარი ხარ?“, – საფრანგეთში სასტიკად მოკლული 25 წლის ალექსი გოგუას მეუღლე ტასო კვარაცხელია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

„როგორ ხარ ჩემო სიყვარულო?

მე არ ვიცი როგორ ვარ, ჩემი გული ჯერ კიდევ ძგერს, ისე ძლიერ, რომ ყოველი ძგერის ხმა მესმის.

ხომ არ გშია?

მე თავს ძალას ვატან, რომ ცოტა ვჭამო.

ხომ არ გცივა? ხომ არ გტკივა?

მე ძალიან მტკივა გული, მეც დამჭრეს, მეც მომკლეს. ალიკა. გუშინ ათი თვე შეგვისრულდა რაც ერთად ვართ, გახსოვს როგორ არ გვჯეროდა და ერთმანეთს ვეკითხებოდით:

– შენ ჩემი ცოლი ხარ?

– შენ ჩემი ქმარი ხარ?

მერე ჩვენს თავზე გვეცინებოდა და ისე ალერსიანად მეხუტებოდი და მკოცნიდი… მენატრებაა. შენ ჩემი ადამიანი ხარ და მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები შენი, რომ მე ამირჩიე.

ნეტა უფრო ადრე შეგხვედროდი, ნეტა ერთად დავბერებულიყავით.

შენ ხომ გინდოდა გენახე წლების შემდეგ, დამცინოდი ნეტა როგორი იქნებიო ბებერიო.

რამდენი ოცნება გვქონდა. მე ვიცოცხლებ იმისთვის, რომ შენი ოცნება რეალობად ვაქციო.

ჩემო ცხოვრების აზრო, ხომ არ გეშინია?

მე ძალიან მეშინია უშენოდ, მარტო ვარ. ჩემო ცისფერთვალება ძალიან მიყვარხარ.

ყველაფერს შენი სუნი აქვს.

შენს ბუთქუნიას უყვარხარ ძალიან, ნუ გეშინია მეც მოვალ შენთან და მერე სულ ერთად ვიქნებით. რატომ არ მოდიხარ ჩემთან და არ მესიზმრები?

იცოდე მწყინს მოდი და ჩამეხუტე.

მე არ ვიცი ღმერთმა ასე რატომ გამწირა, იქნებ კარგი ცოლი არ ვიყავი, იქნებ რამე არასწორად გავაკეთე, იქნებ ვერ დაგიცავი.

რა იქნება მომავალში, როგორ ვიცხოვრო უშენოდ.

არაა, არ მჯერაა!

არ ვიცი რას იზიარებს ხალხი, რატომ მწერენ რომ წუხთ, რატომ ვეუბნები მადლობას, შენ არ მომკვდარხარ! არააააა!

მაშინ მე რატომ ვარ ცოცხალი?! რატომ არ მიგყავარ?! უჩემოდ როგორ იქნები?! არ გენატრებიი? რამე მანიშნე, რამე მითხარი, დამესიზმრე!

როგორ გვინდოდა შვილები, შენ საუკეთესო მამა იქნებოდი მთელ მსოფლიოში. ღმერთმა არც შვილები მოგვცა. მე რა გავაკეთო ახლა მარტომ?

ჩემს სიცოცხლეს დავთმობდი შენს გამო, ძალიან მინდა შენთან ალიკა. ძალიან მენატრები. არ ვიცი როგორ ვიცხოვრო ამ ტკივილთან ერთად, უშენოდ.

მიყვარხარ ჩემო ცხოვრების აზრო და მეყვარები მუდამ” – წერს მოკლული ახალგაზრდა მეუღლე ტასო კვარაცხელია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

საფრანგეთში შელაპარაკების ნიადაგზე  25 წლის ალექსი გოგუა მოკლეს. ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ მარსელში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს შეკამათება ეთნიკურად არაბ კაცთან მოუვიდა, რომელიც მისი მეუღლისთვის ტელეფონის მოპარვას ცდილობდა. დაპირისპირებისას საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს.

დაშავებულს მარსელის საავადმყოფოში 6-საათიანი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved