საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამით, “ომიკრონით” ინფიცირების 130-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაბრიელ ატალმა განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ კვირაში კორონავირუსზე 10 ათასი ტესტი გაკეთდა.
”მსოფლიოში ძალიან სერიოზული შეშფოთებაა “ომიკრონის” შტამთან დაკავშირებით, რომელიც, დიდი ალბათობით, უფრო გადამდებია, ვიდრე “დელტა” ვარიანტი,” – განაცხადა საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, საფრანგეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პირველი შემთხვევა 2 დეკემბერს დადასტურდა.
ვირუსის ახალი შტამით ინფიცირება ნიგერიიდან დაბრუნებულ პირს დაუდასტურდა.
კომენტარები