საფრანგეთში, ბრეტანის რეგიონში, კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა, – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, თავდაპირველი ანალიზის შედეგად არ დადგენილა, რომ ახალი ვარიანტი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, ან უფრო გადამდებია, ვიდრე სხვა, ვირუსის დღემდე აღმოჩენილი ვარიანტები.
ცნობისათვის, საფრანგეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 4 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 90 762 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომენტარები