საფრანგეთში კონდიტერმა ჟან-ფრანსუა პრემ კორონავირუსის 3D მოდელის მსგავსი შოკოლადი შექმნა.
დასავლეთ საფრანგეთში მან უკვე ათეულობით ასეთი შოკოლადი გაყიდა. მისი თქმით, კორონავირუსის ფორმის შოკოლადი მომხმარებლებში ამ რთულ ჟამს ღიმილს იწვევს.
თავად მომხმარებლები ამბობენ, რომ შოკოლადი „კორონავირუსი“ ვირუსით ინფიცირების პანიკური შიშის საუკეთესო ვაქცინაა.
„ამ შფოთვისა და დეპრესიის დროს მნიშვნელოვანია დავწყნარდეთ, ხოლო ღიმილი ხშირად შიშის გადალახვის საუკეთესო საშუალებაა“, – განაცხადა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
კომენტარები