ხვალ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებია. არჩევნებში 12 კანდიდატი, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მონაწილეობს.
მოქმედი პრეზიდენტი ბოლო დრომდე ფრანგებისთვის აშკარა ფავორიტი იყო, თუმცა ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ მაკრონსა და მის მთავარ კონკურენტს ულტრამემარჯვენე ლიდერ მარინ ლე პენს შორის პირველი ტურის კენჭისყრის წინ სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა. უახლესი კვლევებით მაკრონს ხმათა 30%, ლე პენს კი 20% აქვს.
კომენტარები