ახალი წლიდან საფრანგეთში კანონი ამოქმედდა, რომელიც ხილისა და ბოსტნეულისთვის პლასტმასის შეფუთვების გამოყენებას კრძალავს. შეზღუდვები არ გავრცელდება დაჭრილ ან დამუშავებულ ხილზე, არც დიდ შეფუთვებზე.
პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ახალი კანონმდებლობა „ნამდვილი რევოლუციაა“ და 2040 წლისთვის ქვეყნის მიერ დასახული მიზნის მიღწევას, ეტაპობრივად, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასისგან გათავისუფლებას, ემსახურება.
გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, საფრანგეთი ამ ეტაპისთვის ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის შეფუთვების აღმაშფოთებლად დიდ რაოდენობას იყენებს, ახალი კანონი კი შეზღუდავს გადაგდებული პლასტმასის ხელახალ გამოყენებას და ხელს შეუწყობს მის ჩანაცვლებას სხვა მასალებით, მაგალითად, ხელახლა გამოყენებადი და გადამუშავებადი შეფუთვებით.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საფრანგეთში ერთჯერადი საწრუპები, ჭიქები და სამზარეულოს სხვა აქსესუარები აკრძალა. 2022 წლიდან კი კონკრეტულ დაწესებულებებში სასმელი წყლის ფანტანების დამონტაჟება გახდება სავალდებულო, რათა ერთჯერადი ბოთლებით სასმელი წყალი ნაკლებმა ადამიანმა იყიდოს.
მსგავსი აკრძალვის დაწესებას ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაც აპირებს, რომელთა შორის ესპანეთიცაა. ქვეყანა 2023 წლიდან ხილ-ბოსტნეულის პლასტმასის ერთჯერადი მასალით შეფუთვას აკრძალავს
კომენტარები