• რეკლამა
  • კონტაქტი
06:25, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფის წევრმა Proparco-მ თიბისისთან რეგიონში ყველაზე მსხვილი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა

ალია ავტორი - ალია
12:06 12-05-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
191

თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ჯგუფის წევრი საფინანსო ინსტიტუტის, Proparco-ს რეგიონულმა დირექტორმა თურქეთში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, სტეფან ფრუასარდმა 100 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიალს ასევე ესწრებოდა, საქართველოში საფრანგეთის ელჩი, ქალბატონი შერაზ გასრი.

ეს არის ყველაზე მსხვილი სასესხო შეთანხმება, რომელიც Proparco-ს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში აქამდე განუხორციელებია. ხელშეკრულების თანახმად, პროპარკოსგანმიღებული ფინანსური რესურსი მიმართული იქნება საქართველოში კლიმატთან დაკავშირებული ინვესტიციებისა და მეწარმე ქალთა მხარდასაჭერად, რაც ქვეყანაში ბიზნესების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული დაფინანსება, მეტად გაამყარებს თიბისის, წამყვან როლს მწვანე და მდგრადი დაკრედიტების კუთხით და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.

„მოხარული ვარ, რომ თიბისის და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და მნიშვნელოვნად ფართოვდება. აღნიშნული შეთანხმება ხაზს უსვამს, რომ ორივე ინსტიტუცია მტკიცედ უჭერს მხარს ადგილობრივი ბიზნესების მდგრად განვითარებას, მეწარმე ქალების ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საქართველოში მწვანე ფინანსირების ზრდას. აღნიშნული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პარტნიორობას და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“ – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

„თიბისი ბანკთან 100 მილიონი ევროს ღირებულების ტრანზაქციის გაფორმებით ძალიან ვამაყობთ. ეს თანამშრომლობა შესაძლებლობას მისცემს თიბისის, გაზარდოს მდგრადი პორტფელი, განსაკუთრებით –კლიმატისა და გენდერული დაფინანსებისმიმართულებით, რაც Proparco-ს მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს რეგიონში. ეს მნიშვნელოვანი ტრანზაქცია Proparco-ს ყველაზე დიდი დაფინანსებაა ქვეყანაში, რაც მას თიბისის სიდიდით მესამე კრედიტორად აქცევს. აღნიშნული თანამშრომლობა გამოხატავს საფრანგეთის მზაობას,მხარი დაუჭიროს პასუხისმგებელ და მდგრად მოთამაშეებს ფინანსურ სექტორში და გვერდში დაუდგეს საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც მას ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსი ენიჭება.“ – აღნიშნა სტეფან ფრუასარდმა, თურქეთის, კავკასიის, ცენტრალური აზიის, ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.

პროპარკო Agence Française de Développement ჯგუფის (AFD Group) კერძო სექტორის დაფინანსების ინსტიტუტია. ის 45 წელზე მეტია, რაც მდგრად ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვითგანვითარებას უწყობს ხელს. პროპარკო აფინანსებს ბიზნესებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში და ისეთი სექტორების განვითარებაში შეაქვს წვლილი, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, განახლებადი ენერგია, აგრობიზნესი, ფინანსური ინსტიტუტები, ჯანდაცვა განათლება და სხვა.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved